• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლების მომხრეთა ოთხი კატეგორია” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
04:31 08-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,884

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ჩემი დაკვირვებით ხელისუფლების მომხრეთა სულ ოთხი კატეგორი არსებობს.

1. ბნელები. გაუნათლებელი და უწიგნური ხალხი, რომელსაც სჯერა, რომ ევროპა მიზანმიმართულად გვაპიდარასტებს და ეროვნულობას და რელიგიურობას გვართმევს. ასეთები შეიძლება ხელისუფლებას შემოსწყრნენ კიდეც, ოღონდ მხოლოდ არასაკმარისად ბნელი პოლიტიკის გამო.

2. დაბოღმილები, ანუ ნაცებზე გადაფსიხებულები. მოუნელებელი წყენა აქვთ წინა ხელისუფლების და ბიძინას აღიქვამენ ნაცრევანშის ერთადერთ ალტერნატივად. სრულიად უიმედო ჯგუფია, რადგან რა და რამდენიც არ უნდა ჭამოს ხელისუფლებამ, მაინც “ნაცები, ნაცების” ძახილით ინუგეშებენ თავს

3. კონფორმისტები. ხელისუფლებისადმი ლოიალობას მიიჩნევენ კეთილდღეობის უცილობელ პირობად და სანამ ამ პერსპექტივის განცდა აქვთ, ყველანაირი უსამართლობა ჰკიდიათ. ასეთები მხოლოდ იმ შემთხვევაში უპირისპირდებიან ხელისუფლებას, თუ რეპრესიული მანქანა პირადად შეეხება.

4, სტატუს კვოს მომხრეები. ალბათ ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ხელისუფლების მხარდამჭერებში. მათთვის არსებული ხელისუფლება ასოცირდება სტაბილურობასა და სიმშვიდესთან, ხოლო ხელისუფლების ცვლილება არეულობასა და დესტაბილიზაციასთან. პოზიციას იცვლის იმ შემთხვევაში, თუ თავად ხელისუფლება ხდება დესტაბილიზაციის წყარო, პოლიტიკური ალტერნატივა კი სტაბილურობის დაბრუნებასთან ასოცირდება.

შენიშვნა: პირველი ორი კატეგორიისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უარეს შემთხვევაში არის დიდი ბოროტების შემოტევა მცირე ბოროტებაზე, ხოლო მესამე-მეოთხე კატეგორიისთვის კი მინიმუმ გაუგებარია რატომ უნდა შეაკლა თავი ხელისუფლებას, თუ შეგიძლია არ შეაკლა და მშვიდად იცხოვრო. ამიტომ შეუძლებელია ხელისუფლების მომხრეებს გული აუჩუყო სინდისის პატიმრების ხვედრით. მათთვის ხელისუფლებასთან ასეთი დაპირისპირება არის არა სიმამაცე და სიმტკიცე, არამედ ან სიგიჟე, ან სიბრიყვე. გამონაკლისი აქ შეიძლება იყოს ვინმე პატიოსანი ბნელი, რომელიც მართალია არასწორი, მაგრამ რაღაც ღირებულებების მიმდევარი მაინცაა, მაშინ, როცა ყველა დანარჩენისთვის იდეალები და ღირებულებები მეორე და მესამეხარისხოვანი ამბავია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved