• რეკლამა
  • კონტაქტი
18:15, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხელისუფლების მიმართ განაჩენი გამოტანილია და აღსრულებაღაა დარჩენილი“ – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
19:40 11-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,006

 ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი,  ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის  გავლენიანმა წარმომადგენლებმა,  მორიგი კრიტიკული და მწვავე განცხადებები გააკეთეს საქართველოს ხელისუფლების შესახებ. ნიშანდობლივი იყო, რომ ამჯერად განაცხადეს, თუ დემოკრატიული რეფორმები არ გატარდება ქვეყანაში, შესაძლოა, საქართველოს შეუწყდეს ამერიკის ფინანსური დ სხვა სახის დახმარებები და გადაიხედოს ამერიკა-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა. ეს უკვე ნიშნავს, რომ ეჭვქვეშ დადგება ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომლითაც ეს ხელისუფლება თავს იწონებდა? და თუ ეს მართლა მოხდა, რა მოჰყვება ამას? რა გველის? რა დაგვაკლდება?

– მიუხედავად ამ მართლა მწვავე განცხადებებისა, დარწმუნებული ვარ, ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარს არ იტყვის. ამერიკელი პოლიტიკოსები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლების ბრალია ყველაფერი, რაც ცუდი ხდება ქვეყანაში და ხალხი არაფერს შუაშია. ამჯერადაც ასე იყო. ცხრაჯერ გაიმეორეს, რომ ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე იმაში, რაც ცუდი  ხდება და  პასუხი მხოლოდ ხელისუფლებას მოსთხოვეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლების მიმართ განაჩენი გამოტანილია და აღსრულებაღაა დარჩენილი და ვნახოთ, როგორ აღსრულდება.

– ე,ი. ჩვენი და ამერიკის  სტრატეგიული პარტნიორობა  არ გადაიხედება და არ შეწყდება?

– საფრთხის ქვეშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს არ დადგება, ხელისუფლების ვადამდე თუ ვადაში წასვლის საკითხი კი  დადგა უკვე.

– სენატორთა ეს განცხადებები იყო იმის მინიშნება ქართველი ხალხისთვის, რომ შეცვალონ ხელისუფლება?

– კი, პირდაპირ მოუწოდეს ქართველ ხალხს, გაინძერით ხალხო და აგერ ვართ, დაგეხმარებითო. მეტი რაღა ქნან ახლა?

– და რატომ არაფერს ვაკეთებთ საამისოდ ყველაფერს, მოდით, ამაზეც ვთქვათ?

– რა ვიცი, ზოგი იძახის, ყველა პარტია  იყიდესო, ზოგი იძახის, აღარ არის ოპოზიცია, მოკვდაო. ასე ვერ დაადგება საშველი ამ ქვეყანას. ხალხმა უნდა გამოიღოს ხელი, მაგრამ ხალხი  ხელს არ ატოკებს.

– დავუშვათ, ეს მკვდარი ოპოზიცია გაცოცხლდა. ვინ უნდა შეცვალოს ხელისუფლება არჩევნების გზით? „ნაციონალებმა“ ან კოალიციამ, რომელშიც უმრავლესობა „ნაციონალები“ იქნებიან? ეს კონფიგურაცია და რეალობაა დღეს პოლიტიკაში. არ მინდა ისევ „ნაციონალების“ დაბრუნება, არც „ქართული ოცნება“ მინდა, ჩემნაირებმა რა ქნან?

– ყველა ვიძახით, არ გვინდა „ნაციონალებიო“. მაშინ ვინ გვინდა, ვთქვათ. „ნაციონალები“ თუ არ გვინდა, გამოდის, ბიძინა და „ოცნება“ გვინდა.  ეს პოზიცია  არის ხელისუფლების ირიბი მხარდაჭერა. ვაჩლუნგებთ ქართულ ოპოზიციას, იმ აზრს ვაგუებთ ხალხს, რომ თუ „ნაციონალები“ არ გვინდა, სხვა ძალა არ არის, ვერავინ შეცვლის ამათ და „ქართული ოცნება“ არის არხეინად ჩვენს ხარჯზე. ზუსტად მაგას ლაპარაკობენ „ქართული ოცნების“ სპიკერები.

– არც ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას დაადგა საშველი. „აირაის“ ბოლო გამოკითხვით, გამოკითხულთა 61% არც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და არც სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ეს ხალხი სახლში ზის  და  არ მიდის არჩევნებზე. 61% დიდი რესურსია და ვინმემ ეს ხალხი უნდა დაძრას ადგილიდან, მიიმხროს და ისინი შეცვლიან ხელისუფლებას.

– გამოკითხვის შედეგები ერთია და რეალობა მეორე. საქმე საქმეზე რომ მიდის, მაგ ხალხის დიდი ნაწილი, კარტოფილის, ხახვის თუ ერთჯერადი მცირე ფულადი დახმარების სანაცვლოდ, ისევ „ქართულ ოცნებას“ აძლევენ ხმას. არ არის ალტერნატივა, ვინც ამ ხალხის ხმებს წაიღებს არჩევნებზე, ისევ „ოცნებას“ მიაქვს. არც ისეთი ახალი ოპოზიციური  პოლიტიკური ძალის კონტურები ჩანს, ეს ხალხი რომ გაჰყვეს. წლებია ამაზე ვლაპარაკობთ და არ დაადგა საშველი ახალი ძალის გამოჩენას. ბევრმა ოპოზიციურმა ძალამ სცადა ამ ხალხის მიმხრობა, მაგრამ არ გამოუვიდა. არ აქვს ხალხს ამ ოპოზიციის ნდობა და უკეთესი პოლიტიკური ძალაც არ ჩანს.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved