• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიღაზე დგას ეს ხელისუფლება? საერთოდ რა მიზანს ემსახურებოდა სუს-ის ბრიფინგი, რა ქნეს ამითი?” – ჯიბღაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:56 11-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12

სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი:

“ამოვიდეთ სუს-ის განცხადების სიზუსტის პრეზუმფციიდან და გავიხსენოთ ისიც, რომ ხელისუფალის მანამდელი განცხადებით, ოპოზიცია დღეს მხოლოდ 6 000-მდე კაცის შეკრებას შეეცდება. სუს-ის მტკიცებით, მათ ამ რესურსით, თურმე შეუძლიათ მოახერხონ:

რუსთავის ციხესთან პერმანენტული (თანაც პერმანენტული!) აქციების ორგანიზება;

თბილისში საპროტესტი აქციის ფარგლებში:

პარლამენტის;

მთავრობის ადმინისტრაციის;

პრეზიდენტის ადმინისტრაციის;

(ჩამონათვალის რიგითობა დაცულია და ეს მეტყველებს სუს-ის დამოკიდებულებაზე ზუსტადაც სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ);

იუსტიციის სამინისტროს;

შს სამინისტროს შენობების (ბევრი შენობა აქვს)

და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების ბლოკირებას.

თანაც, ძალივანი უწყებების თანამშრომლების გადაბირებით, უზრუნველყოფილი (უზრუნველყოფა შედეგის გარანტირებულად მიღწევას ნიშნავს) უნდა იყოს სიტუაციის მაქსიმალური ესკალაცია და სხვადასხვა (ანუ არა ერთისო) სახის პროვოკაციების მოწყობა.

ამ ინფორმაციის ფარგლებში, ქმედების მიზანი გამოძიების გარეშეც უკვე დაადგინეს. დამგეგმავიც განსაზღვრეს – მიხეილს სააკაშვილი. საამისო დირექტივებს აძლევს შესაბამის პირებსო. ისევ ამ ინდფორმაციის სიზუსტის პრეზუმფციიდან ამოვიდეთ – პატიმრის პაემანის მიყურადება დაუშვებელია.

ხოდა ამ ყველაფერს, როგორც თავად ამბობენ, „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას“ ოპოზიცია თურმე მაქსიმუმ 6 000 კაციანი რესურსით ახერხებს. 6 000 კაცით ამდენ ლოკაციაზე ესეთი აქტივობები ყოფილა შესააძლებელი.

არ ვიცი სუს-ის ინტელექტუალური შესაძლებლობები, არც ის ვიცი, რამდენად სწორად ზომავენ საზოგადოების ინტელექტს, მაგრამ საკუთარ გულწრფელ მხარდამჭერებს ეს რომ უნდათ შეასაღონ, ამდენად არ სცემენ მათ პატივს? ასეთი წარმოდგენა აქვთ თავისი მხარდამჭერების ინტელექტზე? თუ ჰოო, მაშინ კიდევ ერთხელ, ვიღაზე დგას ეს ხელისუფლება? საერთოდ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ბრიფინგი, რა ქნეს ამითი?

ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელმა სუს-მა სასამართლოს განაჩენის მონახაზიც დადო – დაისჯებიან „კანონის მთელი სიმკაცრითო.“ ეს სასამართლოს საქმეა. და როცა სახელმწიფო კანონის არა პროპორციულობაზე, არამედ მის „მთელი სიმკაცრით“ გამოყენებაზე, თანაც აღმასრულებელი ხელისუფლების პირით საუბრობ, ეს შენი ძალის კანონიერი უფლების მიღმა გაყვანაა. ძალმომრეობა და გადატრიალება ზუსტად ეგაა. კანონის რეპრესიული ფუნქციის გამოყენების პროპორციის განსაზღვრა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ავტორიტრულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ, ამიტომ ხასიათდებიან ისინი ასეთ რეჟიმებად.

არც ერთი ინტერპრეტაცია. მხოლოდ იმას შევეცადე, მაქსიმალურად სერიოზულად მიმეღო და გამეგო ეს განცხადება. გამოვტყდები, ვერაფერი გავიგე. რკინა-ბეტონის შენობებს (ინსტიტუტები მარტო მანდამდე რომ დაჰყავთ) შიგნიდან რომ ჩარაზავენ, ამით დაიცავენ „ინსტიტუტებსა“ და საკუთარ რეჟიმს? ხომ ყველამ ვიცით, რომ ამან ვერ დაიჭირა იგივე სააკაშვილის რეჟიმი.

P.S. განცხადების მერე ეს VIP თანამდებობის პირები კითხვაზე პასუხის გარეშე რომ გაკუნტრუშდებიან ხოლმე, ეგ მოხიბვლის სულ სხვა სიმაღლეა.

თეგები: ზურაბ ჯიბღაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ვიდრე ნატო-ში მიგვიღებენ, ეს აუცილებლად მოხდება – რა გეგმები აქვს ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში?
ახალი ამბები

,,ეს ყველაფერი არის შეთქმულება… ,,ნაცმოძრაობამ” ეს, თავის დროზე, ჩემს წინააღმდეგაც გამოიყენა” – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი

12:33 09-25-2023
„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს
ახალი ამბები

„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს

23:09 09-22-2023
“ღარიბაშვილმა სტურუას ნახევარი მილიონის ღირებულების სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადასცა, რომელიც სტურუამ 221 250 დოლარად გაყიდა” – ვიდეო
ახალი ამბები

კითხვები, რომლებიც მინისტრის პასუხებმა გააჩინა – რას ამბობს და რას არ ამბობს გომელაური?

17:04 09-22-2023
„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და საჭიროების შემთხვევაში, ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს
ახალი ამბები

„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და საჭიროების შემთხვევაში, ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს

19:43 09-19-2023

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

12:41 09-26-2023
ყველაზე სანდო კრიპტო სავაჭრო პლატფორმები საქართველოში
ახალი ამბები

ყველაზე სანდო კრიპტო სავაჭრო პლატფორმები საქართველოში

17:30 09-25-2023
ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები

ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

15:08 09-25-2023
25 სექტემბერს ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა
ახალი ამბები

25 სექტემბერს ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა

10:00 09-25-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved