• რეკლამა
  • კონტაქტი
09:59, ორშაბათი, 12 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლებასთან შევიდა ალიანსში და დაგეგმეს, რომ წაელეკათ კარვები და მოაწყვეს წარღვნა, მასში იმდენია ეროვნულობა, რამდენიც ჩემში – ჩინური!” – ირაკლი შიხიაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:18 07-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

“ქართული მარშის” ენერალური მდივანი, ირაკლი შიხიაშვილი, სოციალურ ქსელში, ლაივს ავრცელებს და ამბობს:

“5 ივლისს განვითარებული მოვლენები, სამწუხარო და მძიმე ფაქტები, ბევრს აქვს სურვილი, გადააბრალოს ქართულ მარშს. ეს ვერ გამოუვათ მარტივი მიზეზის გამო, ქართული მარში არ ყოფილა 5-6 ივლისის აქციის ორგანიზატორი. არ ვიცოდით, რას გეგმავდნენ ის ჯგუფები, რომლებმაც აიღეს თავის თავზე გეი-აღლუმის არ ჩატარება, რა გეგმები ჰქონდათ, როგორ უნდა ეკონტროლებინათ ადამიანები, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები არ მომხდარიყო.

არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, ქართული მარშის აქციების დროს, ჟურნალისტებს თმა ჩამოვარდნოდეთ თავიდან, არ ყოფილა შემთხვევა 200 კაცს ერთი გაელახა, ან 5 კაცს ერთი და საერთოდ ვინმე გაელახათ.

ქართული მარში იქნება უზნეოის აღლუმის წინააღმდეგი, ეს არის ჩვენი მომავალი თაობის გარყვნის მცდელობა და ამას არაფერი აქვს საერთო თავისუფლებასთან, კათმოყვარეობასთან, ადამიანების უფლებასთან. ეს არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, რომელსაც მართავენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, იმისათვის, რომ ხელისუფლება ჩაიგდონ ხელთ. რასაც არ დავუშვებთ.

ალბათ, ბევრმა ნახა კადრები, როდესაც 4 ივლისს მარტო მივედი სტუმრად “პრაიდის ოფისთან”, მივუტანეთ მიმართვა, გარკვეული პეტიცია და გვინდოდა მათთან გვესაუბრა ცივილური ფორმით, რათა დაგვერწმუნებია იმაში, რომ მათ მიერ აკვიატებული, ან ვიღაცის მიერ დავალებული მოქმედება გამოიწვევდა ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას.

მივედი, არა როგორც სექსუალურ უმცირესობასთან, არამედ, მივედი ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებთან, რომლებსაც თავისუფლებასთან ერთად, პასუხისმგებლობაც აკისრიათ.

ხალხს უამრავი პრობლემა აქვს, ბავშვები შიმშილობენ, ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან, სოფლები დანგრეულია, დაცლილია, სოფლები ოკუპირებულია, დაავადებულთა რიცხვი იზრდება… ამაზე არ ფიქრობენ, 24 საათი დგანან და ერთმანეთს აგინებენე დედას.

როდესაც დიდის ამბით გამოვიდა ვასაძე… აღარ დავერიდები ნამდვილად, აღარ არის უკვე ამის დრო. დიდი ხანი ვითმინე და გეტყვით რა ვითმინე, დუგინიზმი ჩემ ქვეყანაში ვერ იქნება ეროვნული სახელმწიფოებრიობისთვის მებრძოლი, მას ერთი მთავარი რამე აკლია, თავისუფლება, ის სხვისგან იმართება. დიახ, ამით განსხვავდება ქართული მარში ძალად ეროვნულებისგან. როგორ შეიძლება უცხო ქვეყნისგან მართული ძალა იყოს ეროვნული? დუგინიზმიც და სოროსიზმიც, ორივე ჩვენი ქვეყნის დანგრევაა.

ბიძინა ივანიშვილი მილიარდელია და ჩვენც მოგვცემს რაღაცასო, მაგრამ ხომ ხედავთ, ასე არ ხდება, ხალხო? ახლა ვასაძის მხარეს გადაერთნენ, ესეც არ არის ღარიბი კაციო, კარგ ლექსებს წერსო, ჩოხას იცმევსო, 8 შვილი ჰყავსო ღმერთმა კარგად უმყოფოს თავისი ოჯახი, არავინ ჰკითხა ამ კაცს, აბა, როგორი გეგმით უნდა განახორციელო ეს ყველაფერი? იმდენად არიან პატივმოყვარეობაში, რომ პარტიას დაარქვეს “ერი”, რომ მის ხელმძღვანელს რქმეოდა, “ერის ხელმძღვანელი”… ხომ უნდა გაძლევდეს ნიშნებს, რომ მთლად ჯანმრთელ აზროვნებასთან არ გვაქვს საქმე…

გამოვიდნენ, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო, ქართულ მარშს და პატრიოტთა ალიანსს საერთოდ არ შეგვეხმიანნენ, არც ჩათვალეს საჭიროდ. ჩვენ თუ ღონისძიების დაგეგმვაში არ გვაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორ გავხდე ამის პასუხისმგებელი? ამიტომაც გადავწყვიტეთ, ქართული მარში მხოლოდ პარაკლისს დასწრებოდა და წასულიყო სახლში. კადრები რომ ატრიალოთ, ვერ გვნახავთ იქ მისულებს ვერც ერთს.

განა ხელი ვკარით, უკადრისობა კი არ დავიწყეთ, უბრალოდ, მათში იმდენია ეროვნულობა, რამდენიც ჩემში ჩინური. ვასაძე შევიდა ალიანსში ხელისუფლებასთან და კარგად დაგეგმეს, ხელისუფლებას არ მოსწონდა ეს კარვები რომ იყო იქ გამართული და უნდოდა წაელეკა და მოუწყვეს წარყვნა. თითოეულ იმ ვაჟკაცს, ვინც იმ აქციაში მონაწილეობდა, ყველას გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მოძალადეებმა, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, ეს არ არის ქართველი ვაჟკაცების საქციელი. იქ ლაშქარავა არ მოუკლავთ, არც იქ ცემის გამო მომკვდარა და ეს თითლიბაზური, სამარცხვინო გულშემატკივრობა ამ საწყალ ადამიანზე, ეს ფარისევლები და ჭინკები რომ გამოცვივდნენ… თქვენი ხელისუფლებაში მოსვლა როგორ შეიძლება, თქვენ ხართ მხარე… თქვენ ხართ გაუნათლებელი, ამბიციური მასა. თქვენ გინდათ უპირატესობა და არა თანასწორობა. “ოცნებაა” დამნაშავე, რომ წყალი გისხათ, გაგამრავლათ.

მე პრემიერის არც მგალობელი ვარ და არც მეხოტბე, მაგრამ თქვენ ვინა ხართ, რომ თქვენ გვიწყვიტოთ, ვინ იქნება ხელისუფლებაში. თქვენ არა ხართ საზოგადოების ორთქმავლები…

ქაშუეთში პარაკლისი მიდიოდა და ის პარაკლისი გამუდმებით გაგრძელდებოდა, დავდგებოდით კაცურად, შემოგვიერთდებოდა ქართველობა და ვიტყოდით, სიბინურეს არ ვატარებთ და ვერავინ დაგვაბრალებდა, რომ ვინმეს ხელი დავარტყით, მაგრამ ეს ვასაძეს და ხელისუფლებას არ აწყობდა. მას ეგონა, თუ ხელისუფლებასთან დალაგდებოდა, პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებდა და არ უნდოდა დაფნის გვირგვინის ვინმესთან გაყოფა.

არ გაქრა კაცო და არ გამოგვეცალა ხელიდან? კაცობა გინდა, ვაჟკაცობა გინდა, ერის მამობა გინდა და პირველივე გაფხაკუნებაზე როგორ ქრები, რანაირად ახერხებ, ლევან? თუ იწყებ ბროლას, იდექი ბვრძოლაში. დღეს ის ბიჭები, ორი კაპიკი ფული რომ არ აქვს და ემიგრანტები უგროვებენ ადვოკატის ფულს, შენი დასაცავია, შენი წაქეზებულები არიან. ჩვენი ორგანიზების დროს, თუ ერთ კაცს პრობლემა უჩნდებოდა, მთელი სამძო იქ ვიდექით. ჩვენ ფიცის კაცები ვართ, ფიცი გვაქვს ნათქვამი…

ვეტერანი ვარ და ყველა ვეტერანი დამეთანხმება, ჩვენ არათუ დაჭრილს, მიცვალებულსაც არ ვტოვებთ ბრძოლის ველზე, ყველა რომ დავიხოცოთ, უნდა გამოვიყვანოთ, ესაა წესი. ჩვენ რომ რაღაცა დაგვეგეგმა და იქ ვინმეს რამე შემთხვეოიდა, დაგვეტოვებინა და სახლში წამოვწოლილიყავით? – გამორიცხულია.

დღეს გამოიყვანეს ეროვნული სულისკვეთების მქონე საზოგადოება, როგორც მოძალადე ორკები, თვითონ კი, სიძულვილით გაჟღენთილებს, სამოქალაქო აქტივისტებად მოაქვთ თავი. დღეს, მოგებულნი ისინი გამოვიდნენ… დღეს რამხელა შეტევაა და ვინ გააჩერებს ამ შეტევას და როგორ?

ჩვენ მალე დავგეგმავთ ღონისძიებებს. ხელისუფლების წასვლის დრო დგება, მაგრამ ეს ხელისუფლებაში აი, ამ სოროსისტების ჩანაცვლებით არ უნდა დამთავრდეს. ეს ხელისუფლება ძალიან დაემსგავსა ნაციონალურ მოძრაობას, თითქმის 90 პროცენტით, ამიტომ უნდა წავიდეს და უნდა მოვიდეს ეროვნული აზროვნების ძალა, ან ძალები.”

თეგები: ირაკლი შიხიაშვილილევან ვასაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved