სიტუაცია მძიმეა, საქართველოს მთავრობას ხელისუფლებას ვერ დაარქმევ, ის რეჟიმია, – ამის შესახებ “პირველებთან” ინტერვიუში უკრაინელმა ევროდეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.
“სიტუაცია მძიმეა. მე ვერ დავარქმევ საქართველოს მთავრობას ხელისუფლებას, მე მათ დავარქმევდი რეჟიმს, რადგან მათი მმართველობა ახლა არის ავტოკრატია ან უკვე დიქტატურაც კი. საქართველოში არ ჩატარებულა ნამდვილი არჩევნები, რადგან ერთ-ერთი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე მე ვიყავი და მე ჩემი თვალით ვნახე “ქართული ოცნების” მხრიდან ხმების მოსყიდვის ფაქტები და როგორ აორგანიზებდნენ იმ შედეგებს, რაც შემდგომ რეალურ შედეგებად წარმოაჩინეს. მე ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ ის ახლა ბელარუსის გზას დაადგა, რადგან მოვლენები ისე ვითარდება ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ეს ბელარუსში მოხდა”. – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.
შეგახსენებთ, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება და ის საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები