• რეკლამა
  • კონტაქტი
03:43, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლებას მოვუწოდებ, პარტნიორი ქვეყნების სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია – პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
18:29 05-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორი ქვეყნებიდან სასწრაფოდ შემოიტანონ სანქცირებულთა სიები, რითაც საზღვარზე იხელმძღვანელებენ.

აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საჭიროა, ქვეყანა უფრო მეტად იყოს დაცული, რათა აქ სანქცირებულმა პირებმა შემოსვლა ვერ შეძლონ.

„მეც მაქვს ჩემი ვალდებულება, რომელიც არის, ვიყო სადარაჯოზე, რომ სიტყვა, რომელიც დამრჩენია, ის სიტყვა ყველგან გამოვიყენო, სადაც საჭიროა. დღეს აქ, ხვალ ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავის ადგილას, სადაც მას ეკუთვნის. ცხადია, ხელისუფლებას, მთავრობას თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, პირველ რიგში, საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა, რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები როგორც უნდათ და სანქცირებული რუსები. ხელისუფლებას მოვუწოდებ, საჩქაროდ შემოიტანონ – ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ის სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, თუ რომელი პირები არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, რომელიც სანქცირებულია. ეს მინიმუმი დაცვაა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი საფრთხის ქვეშაა და საჭიროა, უფრო მეტად დაცული იყოს, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ეს ევალება ხელისუფლებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved