• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლებას გამოეპარა gen z თაობაო, რომ მიექცია ყურადღება, უკაცრავად პასუხია და ვის რა ფეხებს მოჭამდა?” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:43 03-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
873
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
“ბევრისგან მოვისმინე, რომ ხელისუფლებას რაღაცნაირად გამოეპარა gen z თაობა, არ მიაქცია მას სათანადო ყურადღება და ამა წლის მარტის თვეში მოულოდნელად დადგა ფაქტის წინაშე, როცა მრავალათასიანი ახალგაზრდული პროტესტი მიიღო.
ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა და ვეთანხმები, მაგრამ მეორეს მხრივ რომ მიექცია ყურადღება, უკაცრავად პასუხია და ვის რა ფეხებს მოჭამდა? მთელი ხელისუფლება ხომ გონებრივად და ღირებულებრივად სადღაც 90-იანების შუახანებში გაჭედილი და მათი ერთადერთი ღმერთი და ყოვლისშემძლე პატრონი საერთოდ 80-იანების პერესტროიკის ეპოქაშია ჩარჩენილი? რა უნდა ელაპარაკოს ამ ხალხმა თანამედროვე ახალგაზრდობას, რა ენაზე უნდა ელაპარაკოს, რით უნდა მოხიბლოს და რით უნდა დააშინოს – ლგბტ პროპაგანდით, იეღოვას მოწმეებით თუ გლობალური ომის პარტიით? ირაკლი კობახიძე უნდა შესთავაზონ როლ მოდელად და მისაბაძ ნიმუშად, ირაკლი ღარიბაშვილი თუ დიტო სამხარაძე? თანამედროვე ახალგაზრდობასა და მმართველ ფენას შორის იმხელა მენტალური უფსკრულია, რომ მის ამოვსებას ბიძინა ივანიშვილის მილიარდები კი არა მთლად ანტიქრისტე რომ მოვიდეს და თავისი ტარტაროზებით ოცნების პიარ-სამსახურს უხელმძღვანელოს, ისიც ვერ შეძლებს.
ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლებას კი არ გამოეპარა ეს თაობა, არამედ ჩვენ ყველას გამოგვეპარა (თუ გაგვეპარა) ეს ხელისუფლება და მიზეზისა სხვისა და სხვისა ახლა ვართ სიტუაციაში, როცა 21-ე საუკუნის მესამე დეკადის საქართველო არის გასული საუკუნის 80-იანი წლების მენტალური რელიქტის ხელში, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას ახორციელებს იმავე საუკუნის 90-იანებში ჩარჩენილი რეტროგრადების ხელით.
თუმცა, მე პირადად გამოსარჩლებად ის მშველის, რომ დროის, ისტორიის და კალენდრის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია მსოფლიოში.”
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved