თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი დაიწყო. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს.
„ერთი წამისთვის, რომ თავისუფლად გამევლო ჩემი ქვეყნის, ჩემი საყვარელი ქვეყნის მიწაზე, ღირს, რომ ადამიანი წავიდეს სიკვდილზე. ნებისმიერ წუთში რომ სცოდნოდა ხელისუფლებას, რომ მე დავდიოდი საქართველოს მიწაზე, რა თქმა უნდა, პირველი მათი გადაწყვეტილება იქნებოდა ჩემი მკვლელობა. მე ძალიან კარგად ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. მერე ამას დააბრალებდნენ ვიღაც კრიმინალებს. მე ძალიან კარგად ვიცი, როცა ყოველ ღამე გესიზმრება შენი სამშობლო – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები