„…პოლიტიკური მეძავები ხართ, ტოქსიკურები ხართ, კურდღლები ხართ. თუ არჩევნებს წავაგებთ, სამოქალაქო ომს დავიწყებთ… ამას რომ უსმენდეს ის, ვინც ჩართული არ არის ამაში იფიქრებდა, რომ ეს ოპოზიციის რიტორიკაა, სინამდვილეში კი პირიქითაა…
ხელისუფლება ასეთი ტიპის ეპითეტებს იწყებს მაშინ, როდესაც განსაკუთრებით უჭირს და მე მგონი ხელისუფლებას დღეს განსაკუთრებით უჭირს და ამიტომ დაიწყეს ეს. კურიოზულია ერთი რამე, ხელისუფლების მაღალჩინოსნები გადავიდნენ ისეთ დესტრუქციულ ტერმინოლოგიაზე და ეპითეტებზე, რაც ქვეყანაში კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას.“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „რეაქციაში“ სტუმრობისას.
კომენტარები