• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლებას ავიწყდება ერთი მარტივი ამბავი…” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:05 04-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
მე მგონი ბატონი ბიძინას და შესაბამისად მთელ ხელისუფლებას მართლა სჯერა, რომ შარშან მარტში ოპოზიციამ ხალხის დაბოლებაში, ანუ პროპაგანდაში და პიარში აჯობა და ამის გამო გამოვიდა ბევრი ხალხი ქუჩაში.
ამიტომაცაა, რომ დღეს ხელისუფლებას გამოცხადებული აქვს ადმინისტრაციული რესურსის უმაგალითო მობილიზაცია. მთელი სახელმწიფო დაკავებულია პროპაგანდისტული ტყუილების გავრცელებით. თანაც ხომ შეიძლება პროპაგანდა ისე იყოს აგებული, რომ სიმართლის რაღაც მარცვალს მაინც შეიცავდეს? ნურას უკაცრავად! აქ ყველაფერი არის, რომ იტყვიან, მამალი ტყუილი, ერთი სიტყვა სიმართლეც რომ არ ურევია. ხელისუფლება მხოლოდ პროპაგანდის ინტენსივობის და მესიჯბოქსის ოცდაოთხსაათიანი გამეორების ხარჯზე ცდილობს დაგვარწმუნოს სრულიად თავხედურ სისულელეებში, ნიაღვარივით რომ მოედინება სახელისუფლო საინფორმაციო არხებიდან, ტროლ-ბოტების არმადის შემოსევაზე რომ არაფერი ვთქვა.
მაგრამ ხელისუფლებას ავიწყდება ერთი მარტივი ამბავი: მამალი ტყუილების კასკადს მხოლოდ მაშინ აქვს სერიოზული ეფექტი, როცა სიმართლის ხმა ჩახშობილია და არ ისმის. ახლა კი მამუკა მდინარაძე რომ იტყვის, ეს კანონი ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული არააო და ევროკავშირი რომ იტყვის, არისო, ნორმალური ადამიანი რომლის ნათქვამს დაიჯერებს? არა აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი ნაცია, ქოცია, მემარჯვენეა, მემარცხენე თუ საერთოდ პოხუისტი და ნიჰილისტი. აქ რომ გაერკვე რეალობაში, საკმარისია მეტ-ნაკლებად საღად აზროვნებდე და არ გეგონოს, რომ ევროპა კი ასე ამბობს, მაგრამ სინამდვილეში ბატონმა ბიძინამ უკეთესად იცის ევროპაში რა და როგორაა.
ამიტომაც სულ ტყუილად იხარჯება ამხელა რესურსი და სულ ტყუილად აიძულებენ ამდენ ადამიანს დამამცირებელი სისულელები წეროს და ავრცელოს. სახელისუფლო პროპაგანდა დამარცხებისთვისაა განწირული იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ აქ იმაში კი არაა საქმე ვინ უფრო მეტჯერ რას იტყვის, არამედ იმაში, რომ რუსული კანონი რეალურად გვაშორებს ევროპას და რეალურად მიგვათრევს “რუსსკი მირ”-ში. ეს ხალხს ძალიან კარგად ესმის და რეაგირებაც შესაბამისი აქვს. ხალხი არ არის ის ქვევრი, რომელიც იმასვე ამოიძახებს, რასაც ბატონი ბიძინას დავალებით ჩასძახებენ.
ასეა ეს, და, როგორც იტყვიან, არ უნდა ამას ბევრი ლაი-ლაი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved