• რეკლამა
  • კონტაქტი
16:30, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლებას აშინებს “ლელოს” მზარდი რეიტინგი – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
15:55 10-12-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

“საია-ს ახალი ანგარიში მოწმობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მუქარისა და ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა “ლელოს” წევრთა მიმართ დაფიქსირდა,” – ამის შესახებ “ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია აცხადებს. 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის წლებში ჩვენმა სახელმწიფომ ვერავითარი წინსვლა ვერ განიცადა. 

“ამ ხელისუფლებამ შეინარჩუნა ყველა ის მავნე პრაქტიკა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რასაც ქართული საზოგადოება  წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. “ქართული ოცნება” დაშინებულია ჩვენი სწრაფი ზრდით და ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ. თუმცა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან დღეს “ლელო” არის ერთადერთი პარტია მზარდი ორნიშნა რეიტინგით. ჩვენი პროგრამა, “მარშალის გეგმა”  საზოგადოების ფართო სპექტრმა  აღიარა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური  განვითარების უალტერნატივო გეგმა,” – აცხადებს გეგელია. 

მისივე განმარტებით, “ლელო” ქართული პოლიტიკის ნამდვილი სიახლეა. პარტია  საუბრობს ქვეყნის მომავალზე და განვითარებაზე, ორპარტიულობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული “ქართული ოცნება” კი ისევ წარსულს არის ჩაფრენილი. 

“ამიტომ, ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ “ლელოს” არსებობა უქმნის დისკომფორტს, რადგან დღეს მხოლოდ “ლელოს” შეუძლია ორპარტიულობის დასრულება და ქართული პოლიტიკის განახლება,”- აღნიშნა გეგელიამ.

თეგები: გრიგოლ გეგელიალელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved