• რეკლამა
  • კონტაქტი
00:38, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თქვენთვის სრულფასოვანი, კომფორტული აკადემიური გარემოს შესაქმნელად – ღარიბაშვილი აბიტურიენტებს

ალია ავტორი - ალია
14:29 07-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტებს მიმართავს:

„ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.

მე ღრმად მწამს, რომ ცოდნა და განათლება, მეცნიერება და შემოქმედება არის ის, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარება უნდა დაეფუძნოს. ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით.

მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლასა და კეთილდღეობას.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თქვენთვის სრულფასოვანი, კომფორტული აკადემიური გარემოს შესაქმნელად, თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ჩვენი ახალგაზრდების შესაძლებლობათა გამოვლენისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შეექმნა.

კიდევ ერთხელ გისურვებთ, რომ წარმატებით გაართვათ თავი გამოცდებს და ღირსეულად შეუდგეთ ცხოვრების ახალ ეტაპს“, – ამბობს პრემიერი.

თეგები: აბიტურიენტებიეროვნული გამოცდებიირაკლი ღარიბაშვილიმიმართვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved