• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლება ზედოზირების რეალურ მასშტაბებს არ ასაჯაროებს – ზურაბ სიხარულიძე

ალია ავტორი - ალია
15:58 10-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ნარკოლოგი, ფედერალისტების წევრი, ზურაბ სიხარულიძე:

ოცნების ნარკოპოლიტიკის მთავარი მიღწევები, როგორც ჩანს, ასეთია:
გააძვირეს „პალნის“ ფასი, ნახევარი საქართველო შარდის ანალიზის ჩასაბარებლად დაჰყავთ, ადამიანებს მართვის მოწმობებს ართმევენ და ციხეში უშვებენ მერე საპროცესოებს უფორმებენ.
დახურეს ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო პროგრამები და ათასობით ადამიანი ქუჩაში დატოვეს. ამას კი ლეგალურ ნარკომანიასთან ბრძოლა დაარქვეს. შედეგად, გაანადგურეს წლების განმავლობაში შექმნილი ინფრასტრუქტურა, ხოლო თითქმის 2000-მდე ადამიანი პროგრამიდან გარიცხეს. ალბათ, შემდეგი ნაბიჯი მთელი სისტემის საბოლოოდ დახურვა იქნება. 3 თვეა დახურეს სახლენწიფო ნარკოლოგიური დაწესებულება და ვერც ხსნიან და კიდე ახალი დაწესებულების აშენებას ანონსებენ რომელშიც მილიონები უნდა დახარჯონ იღონდ რაც აქვთ ვერ ამუშავებენ.
ათასობით ლარი დახარჯეს რესპუბლიკური საავადმყოფოს იძულებითი მკურნალობის განყოფილებაზე, რომელიც სულ რაღაც ექვს თვეში დახურეს. და 1000 ადამინი რომ
უნდა განეკურნათ 7 მილიონი რომ გამოყვეს და ყველას გამოჯანმრთელბას რომ გპირდებოდნენ 40 კაცი თუ დააწვინეს იქ სულ და ნუ იქ რას უკეთებენ ეს კიდე სხვა საკითხია ქუთაისში გადაიტანეს და იქაც წვიმა მოდის პალატებში და იქაც მილიონები დახარჯეს ყიდვაში და გარემონტებაში
ამასობაში, იზრდება ზედოზირებების პრობლემა, რომლის რეალურ მასშტაბებსაც ხელისუფლება არ ასაჯაროებს. გაჩნდა ახალი, გაცილებით ტოქსიკური ნარკოტიკების საფრთხე, ხოლო ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაა ისეთი ვეღარც ვთვლით .
ეს არის თქვენი წარმატებული ნარკოპოლიტიკა? ნარკოპოლიტიკა ამ ქვეყანაში აღარ არის !!
ნარკოპოლიტიკა, რომელიც მომხმარებელს სჯის, ექიმებსა და პაციენტებს ერთმანეთს აშორებს, მკურნალობის სისტემას ანგრევს და ადამიანებს დახმარების გარეშე ტოვებს?
რატომ ატყუებთ მოსახლეობას? რატომ ატყუებთ საკუთარ ამომრჩეველს? ქოცებო არ გაწუხებთ ეს ამბავი? გარშემო არ იყურებით? მოგწონთ რომ იღუპება ამდენი ახალგაზრდა? არაფერზე არ გაქვთ პროტესტი ესე რამ დაგაბრმავათ ?? ასე როგორ “აპრავებთ” ყველაფერს?
ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება რეალურად. ამას ვერც პროპაგანდა დამალავს და ვერც ლამაზი ანგარიშები.
ნარკოპოლიტიკა არ იზომება დაკავებულთა რაოდენობით, ჩამორთმეული მართვის მოწმობებითა და დახურული კლინიკებით. ის იზომება გადარჩენილი სიცოცხლეებით, ხელმისაწვდომი მკურნალობითა და შემცირებული ზიანით.
თქვენ კი ამ ყველაფრის ნაცვლად შიშს, დასჯასა და ნგრევას გვთავაზობთ.
დროა, პასუხისმგებლობა აიღოთ. დროა, წახვიდეთ სახლში! სახლში!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

14:22 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved