• რეკლამა
  • კონტაქტი
09:29, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხელისუფლება ზაფხულამდე განიხილავს ლოქდაუნს“ – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
18:27 12-27-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

„როდესაც ვწერ, რომ ხელისუფლება ზაფხულამდე განიხილავს ლოქდაუნს ე.წ. წერტილოვან შეზღუდვების სახელით, პირველ რიგში, რომ მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რაზე მიდის მუშაობა მთავრობაში, მეორე რომ ამას ინფორმაციაც კი არ სჭირდება, ოფიციალური ინფორმაცია, ელემენტარული არითმეტიკა და ლოგიკა საკმარისია. მაგალითად, გამყრელიძე ამბობს, რომ თუ გვექნება სრული ლოკდაუნი (როდესაც ავტომობილით გადაადგილებაც კი აკრძალულია, პლუს სხვა დანარჩენი სრულად აკრძალულია) რამდენიმე კვირის მანძილზე, შემდეგ კი კვლავ აქტიური “წერტილოვანი შეზღუდვები”, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, მაისისთვის რამდენიმე ასეულ შემთხვევაზე ჩამოვალთო.რამდენიმე ასეული შემთხვევის პირობებში თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება გახსნის ყველაფერს? მაგ. ტრანსპორტს, სარესტორნო ბიზნესს, ბაზრობებს, ტურიზმს და ა.შ. ? – ცხადია, არა, რადგან ამის საფუძვლად აღმოჩნდება თუნდაც ყველაზე ოპტიმალური შედეგით გათვლილი მაჩვენებელი. ამას შემდგომ ან დასჭირდება კვლავ სრული ლოქდაუნი, ასე ვთქვათ, “სწრაფი” კლებისთვის, ან არსებითად “წერტილოვანი შეზღუდვები” უფრო ხაგრძლივი ეფექტისათვის. სოციოლოგიაში არსებობს დინამიკაში დაკვირვება, სადაც დროისა და მაჩვენებლების შედარებითი ანალიზით ხდება იმის წინასწარ პროგნოზირება, არსებული დინამიკით, ამა თუ იმ შედეგს დაახლოებით რა დრო დასჭირდება.სწორედ მსგავსი პრინციპის მომიზეზებით იხელმძღვანელებს ხელისუფლება და პროცესს სხვადასხვა მოტივებით მინიმუმ ზაფხულამდე წაიყვანს, თუ ამაზე არ შეხვდება აქტიური საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, რაც ერთადერთი პირობაა ხელისუფლების გეგმების შეცვლის.რადგან მსგავსი აკრძალვები სრულად წარუმატებელი სტრატეგიაა ჩვენს პირობებში, თუ დავუმატებთ ამას თან პოლიტიკურ მდგენელს, ცხადია, ხელისუფლების მსგავსი ზრახვის საწინააღმდეგო მხოლოდ წინააღმდეგობა შეიძლება იყოს, ამაზეც ხდება ხელისუფლებაში მზადება, განსაკუთრებით ოპოზიციასთან მიმართებაში. აქ არაერთი ასპექტი ერთად იყრის თავს. ხელისუფლებამ წინასწარვე იცის, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ეკონომიკური თვითბლოკადის გამოცხადება უმძიმეს შედეგებს მოიტანს და ამისათვის უკვე ემზადება, რადგან უახლოეს პერიოდში და მომავალ წელს არაერთი მილიარდის ვალის აღებას აპირებს, რითიც საგარეო ვალის ნიშნული უკვე გადაკვეთავს დაშვებულ ზღვრულ ნორმას და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება ქვეყნის გაბანკროტების ზღვარს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved