• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლება ისედაც მართავდა კონსულტაციებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე, პრეზიდენტმა გადაწყვიტა ლიდერის ფუნქცია მოერგო – სუბარი

ალია ავტორი - ალია
21:07 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა :

„ეს მოვლენები განვითარდა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, როდესაც მან უცებ გადაწყვიტა, რომ უნდა წასულიყო ევროპაში, 4 ქვეყანაში აპირებდა ვიზიტის გამართვას და მაშინ საქართველოს მთავრობამ მას უარი უთხრა ამ ვიზიტზე. მან გადაწყვიტა, რომ არ დამორჩილებოდა კონსტიტუციას ამ შემთხვევაში, მაინც წავიდა, დაარქვა კერძო ვიზიტი, თუმცა კერძო ვიზიტი არ შეიძლება იყოს, როცა პრეზიდენტი მიდის და ხვდება სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, ევროპარლამენტში, ევროკომისრებთან აქვს შეხვედრები. ასეთი მაღალი დონის შეხვედრები იყო და გაკეთდა ოფიციალური განცხადებები, პრაქტიკულად ეს იყო ყველანაირად ოფიციალური შეხვედრები. ამ ფონზე უცებ იქ მოითხოვა მან, რომ სასწრაფოდ, ისევ კონსტიტუციის დარღვევით, მოწვეულიყო ძალიან სწრაფად პარლამენტის სხდომა 5 მარტს იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაღაც ისეთი სათქმელი, რომელიც გადადებას არ ითმენდა. ჩვენ ბუნებრივია ამაზე თანხმობა არ მივეცით, რადგან ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა და არასწორი კომუნიკაცია იყო. როცა ჩამოვიდა და როცა თავის დროზე მოხდა მოსმენა, არაფერი განსაკუთრებული და არაფერი საჩქარო არ ჰქონდა სათქმელი, თუმცა როცა დღევანდელი გადასახედიდან ვუყურებთ და ვაკეთებთ ანალიზს, ყველა ამ ფაქტს ვაჯამებთ ერთად, ასევე გარკვეული ინფორმაციები მივიღეთ უკვე მკაფიო გახდა, რისი თქმაც უნდოდა მას და თქმა უნდოდა ერთი რამის – რადგანაც იმ პერიოდში უკრაინამ შეიტანა განაცხადი და ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ დავიწყეთ კონსულტაციები ერთის მხრივ ევროპელებთან, მეორეს მხრივ ევროკავშირის წარმომადგენელ ქვეყნებთან და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, მეორეს მხრივ მოლდოვასთან, რომ გვცოდნოდა რას აპირებდა მოლდოვა, რომ შეგვეტანა ჩვენც განაცხადი თუ არა, დაჩქარებას ჰქონდა თუ არა აზრი, თუ დავლოდებოდით 2024 წელს, როდესაც ისედაც ვაპირებდით განაცხადის შეტანას.

ამ დროს ქალბატონმა სალომემ, დანამდვილებით ვამბობ ამას ჩემი მხრიდან, გადაწყვიტა ჩამოსულიყო და სასწრაფოდ გაეკეთებინა ასეთი მოთხოვნა, დაეყენებინა პარლამენტის წინაშე, რომ რაღაცნაირად ლიდერის ფუნქცია მოერგო თავის თავზე. მას შემდეგ, რაც 3 წლის განმავლობაში მას ქართული ოპოზიცია უბრალოდ არ ცნობდა როგორც პრეზიდენტს და არ ცნობდა მის არსებობას, შარლ მიშელის ამ კონსულტაციების პერიოდში, როცა ოპოზიციამ ცნო, რომ თურმე ეს პრეზიდენტი არსებობს, მას უცებ მოეწონა ლიდერობა და გადაწყვიტა, რომ ამ თემაში ყოფილიყო ლიდერი. როცა ვლაპარაკობთ ერთიანობაზე, ერთიანობა იქნება კარგი და წარმატებული იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთის გადასწრებაზე კი არ ვითამაშებთ, მართლა ერთად გავაკეთებთ ქვეყნის საქმეს“, – განაცხადა სუბარმა.

თეგები: სალომე ზურაბიშვილისოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved