• რეკლამა
  • კონტაქტი
14:53, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლება იყენებს შექმნილ სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილის ვითარებას იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველანაირ პასუხისმგებლობას დაემალოს – ანა დოლიძე

ალია ავტორი - ალია
12:37 12-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ხელისუფლება თავიდან ბოლომდე იყენებს შექმნილ სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილის ვითარებას იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველანაირ პასუხისმგებლობას დაემალოს – დღეს ძალადობის დონით, თბილისი არის 20-იანი წლების ჩიკაგო , – ამის შესახებ „ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე” განაცხადა.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, მასობრივი საპროტესტო შიმშილობასთან დაკავშირებით, ანა დოლიძის თქმით, უთანაგრძნობს ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ძალადობის დონე მაღალია.

„მიუხედავად იმისა, რომ პარტია „ხალხისთვის” არის დამოუკიდებელი პარტია, ვგულისხმობ, რომ არცერთ პოლუსთან არ ვართ, ადამიანურად შეიძლება ვუთანაგრძნო ხალხს, რომელიც შიმშილობს და ასეთ უკიდურეს ფორმამდე მიდის, რაც არის შიმშილობა, მაგრამ მთავარი კითხვა აქ უნდა იყოს შემდეგი – წესით, როდესაც ოპოზიციური პარტია რაღაც საპროტესტო ღონისძიებებს აწყობს, საკუთარი ლიდერის დაკავებას ჩივის, ჩვენს დღის წესრიგში დომინანტი უნდა იყოს ხელისუფლება, თავისი დღის წესრიგით. სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და წესით, მას უნდა მიჰყავდეს დღის წესრიგი. ამის მაგივრად, ის თავიდან ბოლომდე იყენებს შექმნილ სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილის ვითარებას იმისთვის, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე დაემალოს.

დღეს ძალადობის დონით, თბილისი არის 20-იანი წლების ჩიკაგო. ყოველ დღე ქუჩაში არის ცხელი ომი. ძალადობის დონე ჩვენს ქვეყანაში არის უზარმაზარი. რამაზ გერლიანს, ეკონომიკის ექსპერტს, ერთი თვე ჰქონდა ძალადობასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში, რაზეც არავითარი რეაგირება არ მიუღია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved