• რეკლამა
  • კონტაქტი
17:03, შაბათი, 25 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხელისუფლება, ძალოვანი უწყებები, სავსეა რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურით“

ალია ავტორი - ალია
01:34 06-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია.

– ბატონო კახა,  საუბარი ჟურნალისტ  გიორგი გაბუნიას  მკვლელობის ჩაშლილი  მცდელობით მინდა დავიწყო.ზოგს არ სჯერა, რომ  მის მოკვლას რუსული სპეცსამსახურები აპირებდნენ. ზოგი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სურდა მისი მოკვლა, ხალხში საპროტესტო ტალღის ასაგორებლად და ამ ვერსიას, სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერი ამყარებს, რომელიც უკრაინულმა მედიამ მოიპოვა და გაასაჯაროვა. თქვენ რას ფიქრობთ, ვასამბეკ ბოკოვი მართლა  რუსეთის სპეცსამსახურების ქილერია თუ სხვა რაიმესთან გვაქვს საქმე?

– დასაშვებად მიმაჩნია, რომ ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურებისა და სააკაშვილის ბანდის ერთობლივი სპეცოპერაცია. რაც სააკაშვილმა გაუგორა რუსეთს თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, რუსეთის ხელისუფლების დაკვეთების, სურვილების ეტაპობრივად შესრულება. მათ შორის, რუსული სახელმწიფო კომპანიებისთვის გადაცემული ჩვენი ენერგო და სხვა სტრატეგიული ობიექტები, 2008 წლის ომი თავისი შედეგებით, მაფიქრებინებს ამას. საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, სასწრაფოდ გამოიძიოს ეს საქმე, საზოგადოებას გამჭვირვალედ მიაწოდოს საქმის ყველა დეტალი. მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება  დასკვნების გამოტანა.

– დანაშაული როდესაც ხდება ან აღიკვეთება, ავტომატურად ჩნდება კითხვა – ვის აწყობდა  ეს დანაშაული?  ამ კითხვის პასუხს ხშირად მივყავართ დანაშაულის მოტივთან და სავარაუდო დამნაშავესთან. ვფიქრობ, ხელისუფლებას არანაირად არ აწყობდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა. აქედან ვერაფერს მოიგებენ. შესაძლოა,  ეს  მართლაც და  უფრო „ნაცმოძრაობას“ აწყობდა, რადგან აქედან გარკვეულ სარგებელს მიიღებდნენ.

– რა თქმა უნდა, ოღონდ „ნაციონალებისა“ და რუსეთის ინტერესებში  ერთად უნდა შედიოდეს გაბუნიას მკვლელობა, მარტო „ნაციონალების“ არა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ  ნიკა გვარამიამ  იცოდა, მისი მეგობრის,  გიორგი გაბუნიას მკვლელობა რომ მზადდებოდა და „ჰუმანური მიზნით“ ეს  დამალა, გაბუნიაც კი არ გააფრთხილა, სასიკვდილო საფრთხე გელისო. ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ამიტომ, აუცილებელია ხელისუფლების უსწრაფესი მოქმედება, რომ გამოიძიოს და მერე გაასაჯაროოს ყველა დეტალი. ამით ამ საქმის ირგვლივ სპეკულაციებიც დასრულდება. ხელისუფლებას არანაირად არ აწყობდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა. ამაზე სერიოზულად ლაპარაკიც არ შეიძლება, ამის  თეორიულად დაშვებაც კი დიდი სიბრიყვეა. ვინც ამას ლაპარაკობს, ის მართლა ბრიყვია ან პროვოკატორი.

– არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ იმის იმედი არ მაქვს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ და კონკრეტულ დამკვეთებზე გავლენ.

– ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაუძლებს ხელისუფლება რუსეთის ზეწოლას.  ასევე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი,  საქართველოს ხელისუფლება, ძალოვანი უწყებები, სავსეა რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურით და მათ, სხვა და სხვა მეთოდებით, შეუძლიათ ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლა. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ მათ ეს ვერ მოახერხონ, ეს მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი  ფაქტორი გამორიცხონ.

– იმ ქილერს რომ მოეკლა, რა მოჰყვებოდა ამას?

– საქართველოში მოხდებოდა არეულობა, ამ არეულობით ისარგებლებდნენ რუსეთი და მიხეილ სააკაშვილი და დასრულდებოდა ხელისუფლება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

– მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერები იტყოდნენ, რომ ხელისუფლებამ მოკლა გიორგი გაბუნია და ეს იქნებოდა არეულობის მიზეზი?

– სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს იკადრებდნენ. გაიხსენეთ, 2015 წლის სატელეფონი ჩანაწერები, მიხეილ სააკაშვილი როგორ ესაუბრება გივი თარგამაძეს, ნუგზარ წიკლაურს, გიგა ბოკერიას, ნიკა გვარამიას, სხვებს. მაშინ „რუსთავი–2“–ის ოფისთან კარვები იყო გაშლილი, ქიბარ ხალვაშსა და ამ ტელეკომპანიის იმჟამინდელ მფლობელებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა. ერთ–ერთი სატელეფონი საუბრისას  სააკაშვილი ამბობს, კარგი იქნება თუ „რუსთავი–2“–ის ოფისში მისივე „ზონდერები“ მოკლავენ ფეხმძიმე ჟურნალისტს. ამ „ზონდერების“ მობილიზება კი გივი თარგამაძეს ევალებოდა.  მერე ეს ხელისუფლებას უნდა დაბრალებოდა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ გაბუნიას მკვლელობას სააკაშვილი ვერ დააბრალებდა ხელისუფლებას, ძალიან სცდება. ყველაფერს იკადრებს, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად შეეკვრება პუტინსაც და კადიროვსაც.

ლევან ჯავახიშვილი, ალია, №21

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved