• რეკლამა
  • კონტაქტი
02:40, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლება არასწორად ამბობს, რომ თითქოს სააკაშვილი არ შიმშილობს… ოპოზიცია, სავარაუდოდ, არასწორად ამბობს, რომ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია“ – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
20:20 11-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

„1. შიმშილობა პოლიტიკური აქტია უპირველეს ყოვლისა, როგორც პროტესტის ფორმა.

2. შიმშილობა არსებობს სხვადასხვა ტიპის და ფაზის, მათ შორის მშრალი შიმშილობა ყველაზე უკიდურესი ფორმაა.

3. შიმშილობა შეიძლება ერქვას პროცესს, სადაც ადამიანი იღებს მხოლოდ ისეთი ტიპის ნივთიერებებს, რომელიც მის სასიცოცხლო ფუნქციებს უნარჩუნებს.

შიმშილობის პროცესში პირი შეიძლება მედიკოსების თანდასწრებით იღებდეს არა იმდენად საკვებს, რამდენადაც ნივთიერებებს, რომელიც მედიკოსებისგან მიეწოდება ჯანმრთელობის მართვის კუთხით, სავარაუდოდ, საშუალო და გრძელვადიანი მიზნით.

4. სააკაშვილის პროტესტის ეს ფორმა – შიმშილობა, მისი თანამოაზრეების მხრიდან, ჩანს, გაზვიადებულად არის შეფუთული, რაც არასწორია. ასევე, ჩანს, გაზვიადებულია ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის დაზიანების მდგომარეობა, ეს არასწორია. სრული გამჭვირვალობით შეიძლებოდა სურათის წარმოდგენა და ის თავის პოლიტიკურ ფუნქციას არ დაკარგავდა.

5. რაც შორიდან ჩანს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროს ფარგლებში ჯერჯერობით უმკლავდება საჭიროებებს და არ მოითხოვს მის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში მყისიერ გადაყვანას.

6. ხელისუფლება არასწორად ამბობს, რომ თითქოს სააკაშვილი არ შიმშილობს, რადგან მოცემული სურათი ადასტურებს მის შიმშილობას, თუმცა არა მძიმე ფორმით, ხოლო ოპოზიცია, სავარაუდოდ, არასწორად ამბობს, რომ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და ნებისმიერ წამში შეიძლება ფატალურად დასრულდეს, ეს, ჩანს, ამ ეტაპზე გადაჭარბებულია.

7. ნებისმიერ შემთხვევაში პატიმარს აქვს უფლება მოითხოვოს სამართლიანი სასამართლო (მიუხედავად იმისა, ვინაა პატიმარი და რამდენად ეთიკურია მისი მხრიდან იმის მოთხოვნა, რასაც თავად ეწინააღმდეგებოდა, როგორც მმართველი), ასევე უფლება აქვს მოითხოვოს ღია სასასამართლო და არა ციხეში საიდუმლოდ ჩატარებული სამართლებრივი რიტუალი.

ჩემთვის, როგორც ცალკე აღებული მოქალაქისთვის, იხატება სურათი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი ზომიერი (ჯერჯერობით არა სასიცოცხლო) შიმშილობის ფორმატში გამოხატავს თავის პროტესტს, თუმცა მისი მდგომარეობის მიმართ, ჯერჯერობით გადაჭარბებულად გამოდის ინფორმაცია. მგონია, რომ ოპოზიციამ და თავად სააკაშვილმა მეტი პოლიტიკური ნებისყოფა უნდა გამოხატოს, იყოს ღია, სრულად მართალი და გამჭვირვალე. სხვა შემთხვევაში, ის მისცემს მწტად ნოყიერ ნიადაგს სახელისუფლებო პროპაგანდას.“

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved