• რეკლამა
  • კონტაქტი
09:03, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლება ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორია – DRI

ალია ავტორი - ალია
17:41 07-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

ხელისუფლება, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა [DRI]  სოციალურ და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული მოძრაობის ძირითად აქტორებზე 18 თვის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგების პრეზენტაცია გამართა.

დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში, ანტიგენდერული დისკურსის ძირითად აქტორებად  „ქართული ოცნების“, მისი სატელიტი პოლიტიკური ძალების, ღიად პროსახელისუფლებო მედია პლატფორმებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები გვევლინებიან. თუ საანგარიშო პერიოდამდე,ჰომოფობიური და ანტიგენდერული რიტორიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნიშას წარმოადგენდა, დღეს ის მთლიანად აითვისა „ქართულმა ოცნებამ“.

“მმართველი პარტიის სრული შებრუნება ულტრაკონსერვატიული მიმართულებით განსაკუთრებით ხილვადი გახდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ,  რამაც კიდევ უფრო გამოკვეთა „ქართული ოცნებისა“ და ძალადობრივი, ულტრამემარჯვენე ფლანგის ანტიგენდერული და ჰომოფობიური დისკურსის იდენტური კონტურები. ამ ჯგუფების პოლიტიკური ლექსიკა და რიტორიკა იმდენად მსგავსი გახდა, რომ ხშირ შემთხვევაში რთულია ანტიგენდერული და ჰომოფობიური კამპანიების პირველწყაროს განსაზღვრა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და ხელისუფლების მხრიდან დროთა განმავლობაში იზრდება გენდერული და ლგბტიქ+ იდენტობის საკითხებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში, ნათლად იკვეთება ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც მეტწილად ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ვითარდება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ყურადსაღებია ხელისუფლების წარმომადგენელთა სექსისტური გამონათქვამები, სიტყვიერი თავდასხმები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და საქართველოს პრეზიდენტზე.

ანგარიშში მიმოხილულია ხელისუფლების, როგორც წამყვანი ანტიგენდერული აქტორის და სხვა ძირითადი ულტრამემარჯვენე ჯგუფების დროში ცვალებადი ჰომოფობიური და სექსისტური რიტორიკა; აღწერილია ანტიგენდერული საკანონმდებლო ინიციატივები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკურ/სოციალური დისკუსიები; გაანალიზებულია პოლიტიკოსი ქალების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიები, მისი დამახასიათებელი დეზინფორმაციული და მანიპულაციური მედია კონტენტი. ანგარიშის დასკვნით ნაწილში კი მოცემულია საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები და შესაბამისი რეკომენდაციები. “

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved