• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლება ახლა აგონიაშია – ბავშვებსაც არ ინდობს” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
15:43 05-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

ჩვენს ოჯახს გაუვლია, რა არის თავდასხმა, მით უმეტეს, როცა ბავშვთან ერთად ხარ. და თავად თავდასხმა ამით არ დასრულებულა, ის გაგრძელდა ხელისუფლების დაფინანსებული მრავალთვიანი პროპაგანდით, სადაც მსხვერპლი ,,დამნაშავე” ხდება, დამნაშავე კი – ,,მსხვერპლი”.
ჩვენ ტაქსის ვიდეორეგისტრატორის ვიდეოკადრებმა მოგვცა საშუალება, სრული სიმართლე მიგვეტანა საზოგადოებამდე. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების პროპაგანდისტების უტიფრობას საზღვარი არ ჰქონდა.
ჩვენს საამაყო მასწავლებელს ლადო აფხაზავას დაესხნენ თავს. ისიც ბავშვთან ერთად იყო (როგორც ვიცი, ტელეფონით რაღაცის გადაღება მოასწრო – თან მოძალადეები ჯოხებით ყოფილან, რაც საინტერესო დეტალია).
ასეთ დროს ხშირად სვამენ შეკითხვას – როგორ ფიქრობ, თავდასხმა მოწყობილი იყო ?
არ ვიცი, რომელი უარესია : საგანგებოდ მოწყობილი იყოს თუ არა, რადგან სინამდვილეში ორივე მოწყობილი გამოდის – რუსულ რეჟიმს მოსაკლავად ჰყავს გაწირული ყველა, ვინც მისი მოწინააღმდეგეა. თავდასხმას კრემლის ხელისუფლება ყოველდღიურად ჩვენ თვალწინ ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელებით საჯაროდ გეგმავს, როცა არასასურველ ადამიანებს მტრებად და აგენტებად აცხადებს. არა მხოლოდ მწვანე აქვთ ანთებული ძალადობაზე, არამედ პირდაპირ მოუწოდებენ ამისკენ; არის მეორე მეთოდი : პროვოკაციები და ძალადობა იგეგმება სუსის ჯურღმულებში – როგორც მიშა მშვილდაძის შემთხვევაში მოხდა (ბევრი სხვა მაგალითიც გვაქვს). ჩემს შემთხვევაში არ ვიცი, რომელი იყო – საგანგებოდ შემუშავებული გეგმა თუ ხელისუფლების მტრული პროპაგანდით გაბრუებულებთა მოქმედება. არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ორივე ვერსია ერთი და იგივეა. თავდამსხმელთაგან ერთი საერთოდ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ზონდერის ოჯახის წევრია.
და ყველა ამგვარ ფაქტს, როგორც წესი, ხელისუფლების უბინძურესი პროპაგანდა მოჰყვება მსხვერპლის წინააღმდეგ და სწორედ აქ ,,იწვება” რეჟიმი, რომ სწორედ ისაა შემოქმედი – ის ან პირდაპირი ორგანიზატორია ან მისი მტრული მოწოდებების შედეგია ამგვარი თავდასხმები. ,,იწვება”, რადგან მან უნდა დაიცვას თავისი დამნაშავეები, სხვაგვარად ეს მანქანა ვერ იმუშავებს. და ამას აკეთებს მსხვერპლზე თავდასხმით უკვე საინფორმაციო სივრცეში. მაგრამ ბოროტების ეს მანქანა უკვე მწყობრიდან გამოდის, აღარ მუშაობს. ხელისუფლება ახლა აგონიაშია – ყოველდღიურად მასობრივ დარბევებს აწყობს და ბავშვებსაც არ ინდობს (პირველ რიგში – სწორედ მათ), მაგრამ ხალხს არ ეშინია, ხალხმა პირიქით თავისი ძალა დაანახა სასოწარკვეთილ რეჟიმს.
მხარდაჭერა და სოლიდარობა ლადო აფხაზავას !

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved