• რეკლამა
  • კონტაქტი
02:01, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ხელის შარვალში ჩაყოფაზე იყო საუბარი, ამ საკითხის გადასამოწმებლად მივედით, თითზე და გაუპატიურებაზე იმ პერიოდში არ ყოფილა საუბარი” – რას ყვება ლევან იოსელიანი?

ალია ავტორი - ალია
01:13 10-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

სახალხო დამცველი დეტალურად ჰყვება, როდის მიმართა პატიმარმა დავითაძემ და სთხოვა, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და სექსუალური ხასიათის ქმედებაზე რეაგირება მოეხდინა:

როგორც ლევან იოსელიანმა ტვ პირველთან განაცხადა, მისი აპარატის წარმომადგენლები იმდღესვე შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შეისწავლეს საქმე და პატიმრის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურდა:

,,ეს არ დაწყებულა 2 ოქტომბერს, ჩვენ პირველად მსაჯვრდებულმა მოგვმართა 2025 წლის 26 დეკემბერს. მომართვისთანავე, იმავე დღეს ჩვენ შევედით პენიტენციურ დაწესებულებაში, გამოვკითხეთ მსჯავრდებული და მისი ინფორმაციის საფუძველზე მოვითხოვეთ, მის მიერ მითითებული პერიოდის ვიდეო ჩანაწერის დაარქივება. რამდენიმე დღეში იქნა ეს შემოწმებული და გადამოწმებული ინფორმაცია, რომელიც მან მოგვაწოდა. უშუალოდ მასთან საკანში და შემდგომ დეესკალაციის ოთახში გადაღებული კადრები, 2 დღე. მან თქვა, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მუქარას და სხვადასხვა ტიპის შეურაცხყოფას, არსებობს ამის სპეციალური ოქმი. ჩვენ ამის შემდეგ მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით. ის ასევე საუბრობდა ისეთი ტიპის სექსუალურ ქმედებაზე, რომელიც ღირსების შემლახავი იყო მისთვის. რისი საშუალების გადამოწმებაც გვქონდა, გადავამოწმეთ და იმ მოცემულ პერიოდში, რაზედაც ის მიუთითებდა, ეს არ დადასტურდა, ვიზუალურად, ხოლო რაზედაც ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებდით, მივმართეთ პროკურატურას და დაიწყო გამოძიება”, – ამბობს იოსელიანი.

იოსელიანი ამტკიცებს, რომ პენიტენციურში პატიმრის მხრიდან არ ყოფილა საუბარი გაუპატიურებაზე, არამედ საუბარი იყო იმგვარ ქმედებაზე, რომელიც სექსუალურ ხასიათს ატარებდა:

,,ხელის შარვალში ჩაყოფაზე იყო საუბარი, ამ საკითხის გადასამოწმებლად მივედით, თითზე და გაუპატიურებაზე იმ პერიოდში არ ყოფილა საუბარი. ჩვენ გვაინტერესებდა ადგილი ხომ არ ჰქონდა ძალადობას, ადამიანის წამებას, ცემას, რაც ძირითადად ჩვენი ინტერესის საგანია. იმ კადრებში რაც ჩვენ ვნახეთ, ამდაგვარი რაღაც არ ფიქსირდება, არ ჩანს, რომ ის ვინმემ თითით გააუპატიურა,  იმის იქით კი გამოძიების საკითხია”, – ამბობს იოსელიანი.

მისივე თქმით, ისიც ელოდება გამოძიების შედეგებს, რათა რეალური სურათი დაიდოს.

იოსელიანის თქმით, ამ პატიმარს რამდენიმე სხვა საჩივარიც ჰქონდა, რომლის შესასწავლადაც შედიოდნენ და იკვლევდნენ. ასევე, შეხვდა და ესაუბრა პატიმრის დედასაც. მოკვლევის შედეგები კი მის ადვოკატს მაშინვე ეცნობა.

,,მე რასაც ვამბობ, ვამბობ იმ დოკუმუნეტების საფუძველზე, რაც დევს ჩემთან მაგიდაზე, ჩემთან მაგდაზე დევს ოქმი, რომელშიც წერია, რომ დეტალურად მოხდა ამ 2 დღის დათვალიერება [საუბარია 20-21 დეკემბერზე] ჩემი თანამშრომლის მიერ და მსჯავრდებულის მიერ დასახელებული გარემოებები არ დადასტურდა. რის შესახებაც ეცნობა მის ადვოკატს, მარტში. ასევე ეცნობა მსჯავრდებულს და განემარტა ადვოკატის თანდასწრებით. მათთვის ჩვენი პოზიცია მაშინვე იყო ცნობილი, რომ ჩვენ მის მიერ მითითებულ გარემოებებს და დანაშულს ვერ ვხედავდით. ისიც ვუთხარით, რომ ამის მიღმა თუ რამე იყო, მივმართეთ და დაწყებული იყო გამოძიება, ამის შესახებაც ვაცნობეთ”, – დასძინა მან.

თეგები: ლევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
ახალი ამბები

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

16:05 10-05-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

13:49 10-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved