პირველი არხის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე, რომელიც დღეს საღამოს, “ოცნების” ოფისთან დააკავეს, გათავისუფლებულია. დაკავებისას, მას მაისური შემოახიეს.
იგი სოციალურ ქსელში, წერს:
“მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ. ხელი მომტეხეს, უბრალოდ.
თან ვეღარ გავიგე, მერამდენე მაიკა უნდა შევწირო ამ ქვეყანას.”
შეგახსენებთ, 2018 წელს, ირაკლი წერდა, რომ მის დაკავებას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ცდილობდნენ და მაშინაც, მაისური შემოახიეს.

კომენტარები