• რეკლამა
  • კონტაქტი
13:57, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელი მოაწერონ, რომ სააკაშვილი არ არის მოწამლული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ნელი სიკვდილი ელის…” – რას წერს ლევან მამალაძე

ალია ავტორი - ალია
17:22 12-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,269

ყოფილი პარლამენტარი, ლევან მამალაძე:

„სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა მისი მოკვლის ან დაინვალიდებისათვის სჭირდებათ“! როგორც ჩანს ეს სცენარი შემუშავებულია და საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ!
გამორიცხული არაფერია, ამის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან ჭკუიდან გადასული მიშა არავის სჭირდება, ხოლო საქართველოს საწინააღმდეგოდ და სიტუაციის ასარევად, გარდაცვლილ ან „ბოსტნეულად“ ქცეულ სააკაშვილს ეფექტურად გამოიყენებენ.
ამ ვერსიის დამადასტურებელი ფაქტორი ის არის , რომ სააკაშვილის ჯამრთელობის გაუარესების მიზეზად მისი მხარდამჭერები, მძიმე მეტალებით, დარიშხნით და გაურკვეველი ნივთიერებებით მოწამვლას ასახელებენ. ამას იმეორებენ დაინტერესებული ევროპარლამენტარები, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ევროპარლამენტის რეზოლუციებში აფიქსირებენ და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ამძაფრებენ. კლინიკა „ვივა მედის“ ხელმძღვანელი გერმანიის ლაბორატორიაში გადამოწმებულ ანალიზებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სააკაშვილის მოწამვლის და ინტოქსიკაციის დამადასტურებელი ფაქტი არ ვლინდება, რადგანაც ხსენებულ ნივთიერებათა შემცველობა არ აღემატება დაშვებულ ნორმებს!
სააკაშვილის მკურნალობის ხელშეწყობისთვის იუსტიციის მინისტრი ღიად აცხადებს, რომ უცხოელ ექიმებს ყველანაირ წვდომა აქვთ პატიმარი-პაციენტთან და ვისაც მოისურვებენ მისის ახლობლები, ის ჩამოიყვნენო.
„მომაკვდავი“ მიშას შეცოდების მედია-ტალღამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან პენიტეციალური სისტემა იძულებული გახდა სააკაშვილის სიმულანტობის კადრები გაევრცელებინა. მიუხედავად ამისა ნაც-აქტივისტები სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანას, ხსენებულ სცენარში აბრუნებენ და მის დახსნისთვის პერმანენტულ შიმშილობას იწყებენ, საქართველოს პარლამენტში.
სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნას, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიც შეუერთდა, რაც პროვოკაციული სცენარის არსებობას უფრო რეალურს ხდის!
თუ კი დავუშვებთ იმას , რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის და სასჯელის გადავადების საფუძვლები გამოძებნეს, მისი გაყვანა საქართველოდან, მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა მას ყველანაირი ანალიზი ჩაუტარდება და მიშას მკურნალი ექიმები, მოწვეული ექსპერტები და ადვოკატებიც ხელს მოაწერენ, რომ სააკაშვილი არ არის მოწამლული. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ნელი სიკვდილი ელის, იმისთვის რომ საქართველოს გადააბრალონ მოწამვლა და ქვეყანაში არეულობის ახალი ტალღა შექმნან!”
თეგები: ლევან მამალაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved