• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელახალი არჩევნების შემთხვევა შუაგულ ევროპაში – გერმანელები შოკში ჩავარდნენ” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:02 11-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,687

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

?? ?? ხელახალი, განმეორებითი არჩევნების შემთხვევა შუაგულ ევროპაში.
? 2021 წელს პანდემიის ზღურბლზე ბერლინში დიდი საარჩევნო დრამა გათამაშდა. გერმანიის დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე კენჭისყრა ჩატარდა. ბერლინელებს პარალელურ რეჟიმში უნდა აერჩიათ ბუნდესტაგის დეპუტატები და ბერლინის დეპუტატთა პალატის წევრები, ამავდროულად, მონაწილეობა უნდა მიეღოთ რეფერენდუმში კერძო ბინათმესაკუთრეობათა ნაციონალიზაციის თაობაზე. ერთი სიტყვით, ხუთი ბიულეტენი იყო ყუთში ჩასაგდები.
26 სექტემბრის მეგასაარჩევნო მოვლენას დაემთხვა ბერლინის მარათონი. გრანდიოზული სპორტული ღონისძიების დროს დედაქალაქის ქუჩებში 42 კილომეტრიანი მონაკვეთის გარბენა 25 000 ადამიანმა სცადა (პანდემია ახალი დამარცხებული იყო, თორემ 2024 წელს 42 ათასმა მონაწილემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი).
❌️ არჩევნების დღეს ბერლინში კენჭისყრის ზოგიერთი პროცედურა დაირღვა:
მაგალითად, ხუთი ბიულეტენის შესავსებად ადამიანებს დიდი დრო სჭირდებოდათ, დამატებითი კაბინების არარსებობის გამო დროის გაჭიანურება დიდ რიგებს წარმოქმნიდა ხოლმე.
გერმანელები შოკში ჩავარდნენ, რადგან რამდენიმე უბანი ზუსტად 18 საათზე არ დაიხურა. რიგების გამო არაერთ უბანზე კენჭისყრა 15-60 წუთით გახანგრძლივდა.
ზოგიერთ უბანზე ბიულეტენები არ ეყოთ.
მარათონმა დროებით შეაფერხა დაახლოებით ასი უბნის მუშაობა.
? ახლა მთავარი უნდა გითხრათ: ჩამოთვლილი დარღვევები გამოვლინდა ბერლინის 2257 უბნიდან მხოლოდ 207-ში. მაშასადამე, საათივით გამართულად ვერ იმუშავა საარჩევნო უბნების მხოლოდ 9.1%-მა.
? დარღვევებს ბერლინის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეეწირა, მან მალევე დატოვა თანამდებობა. თუმცა, კენჭისყრის შედეგები ყველა ძირითადმა პარტიამ ლეგიტიმურად სცნო. შეიკრიბა ბერლინის დეპუტატთა პალატა, შედგა კოალიციური მოლაპარაკებები და სოცდეკებმა, მწვანეებთან და მემარცხენეებთან ერთად, ბერლინის ფედერალური მიწის ახალი მთავრობაც აირჩიეს, რომელიც მონდომებით შეუდგა მუშაობას.
? გერმანიაში საკონსტიტუციო სასამართლოების სისტემაც დეცენტრალიზებულია. ბერლინის მიწას თავისი საკონსტიტუციო სასამართლო აქვს. 2021 წლის 26 სექტემბრის არჩევნებიდან ზუსტად ერთ თვეში, რეგიონალური მნიშვნელობის პატარა პარტიის – “თავისუფალი ამომრჩევლების” ბერლინელმა ლიდერმა, მარსელ ლუთემ არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა მიწის საკონსტიტუციო ორგანოში.
ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდათ მოსამართლეებს საკითხის გამოსაძიებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. 2022 წლის ნოემბერში სასამართლომ განაჩენი გამოიტანა:
✅️ დაშლილად გამოცხადდეს ბერლინის დეპუტატთა პალატა და 2023 წლის თებერვალში გაიმართოს ხელახალი არჩევნები.
✅️ 2024 წელს რამდენიმე უბანზე ხელახლა ჩატარდა ბუნდესტაგის არჩევნებიც, თავისუფალმა დემოკრატებმა ერთი ადგილი დაკარგეს.
?? დარწმუნებული ვარ, საქართველოში ხელახალი, განმეორებითი არჩევნების დანიშვნის პროცედურები პრაქტიკულად არავის ექნება შესწავლილი.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved