• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არჩევნები, ჯარიმების გაუქმება, არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება – OSCE-ის სახალხო პარტიის განცხადება საქართველოზე

ალია ავტორი - ალია
13:46 02-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტია და მხარდამჭერთა ჯგუფი საქართველოს შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – სტრატეგიული პარტნიორები მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, უკანონო დაკავებებსა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპრყობას გმობენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, შეწყვიტოს სასამართლო სისტემის, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალების ინსტრუმენტალიზაცია და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

საპარლამენტო არჩევნებისა და “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, საქართველოში დემოკრატიული კრიზისი გაუარესდა. 

2023 წლის 14 და 15 დეკემბრის სამიტზე ევროსაბჭოს მიერ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ითხოვს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელებას, რათა უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.

ვგმობთ დარბევას, უკანონო დაკავებას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესიები და პატივი სცენ ფუნდამენტური თავისუფლებებსა და ადამიანის ძირითადი უფლებებს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სასამართლო სისტემის, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალების ინსტრუმენტალიზაცია და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს დრაკონული კანონები და რეგულაციები. ასევე გააუქმოს ყველა ჯარიმა, რომელიც დაუწესეს მომიტინგეებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ჯარიმები გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიების საშუალება და მიზნად ისახავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვას. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცენ ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული ყველა პირი, ჩაატარონ მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ძალის გადამეტების, დემონსტრანტების წამების ფაქტებზე. 

საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით.”

მოვუწოდებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ კომიტეტს, მონიტორინგის მიზნით, მიმართოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რათა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში “ქართული ოცნების” დელეგაციის მონაწილეობა ზემოაღნიშნული ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესრულებაზე იყოს დამოკიდებული”. – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved