• რეკლამა
  • კონტაქტი
11:55, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხედავ პაციენტის სიცოცხლეჩამქრალ თვალებს… როგორ იბრძვიან ექიმები და… როგორ გაჰყავთ შავ ბრეზენტის ჩანთაში შეფუთული, ადგილი კი გაციებასაც ვერ ასწრებს” – ექიმი

ალია ავტორი - ალია
17:00 09-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

კოვიდკლინიკის უმცროსი ექიმი დათო კობერიძე:

„შემოდის პაციენტი ცხელებით და რესპირატორული ჩივილებით, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, კოვიდი აქვს და ეს თვითონაც კარგად იცის გულის სიღრმეში, მაგრამ არ უნდა დაიჯეროს, იმედს ებღაუჭება: „ოფლიანმა დავიძინე”, „გავცივდი ალბათ”, „დაბანილი გავედი გარეთ”, „კონდიციონერის ბრალი იქნება”, ყველაფერს აბრალებს, ოღონდ, კოვიდი არ იყოს, ოღონდ, კოვიდი არ იყოს…

უკეთებ ტესტს და ავადსახსენებელი მეორე ხაზი წითლდება და ეუბნები ფრაზას, რომლის გაგონებაც ყველაზე ნაკლებად უნდა: „- ბებო/ბაბუ/ბატონო/ქალბატონო/უფროსო… დაგიდასტურდათ

პირველი რეაქცია ყველას თითქოს განსხვავებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთნაირი აქვს: „- უეჭველი დადებითია?”, „პისიარი ხომ არ გავიკეთოთ?” „-ღმერთო დავიღუპე” „- ვიცოდი…” …მერე იწყება პანიკა და ქრონიკული დაავადებების გახსენება და იმის გააზრება, რომ რისკჯგუფშია, მერე ახსენდებათ ახლობლები, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდათ. რომელზე ინერვიულონ აღარ იციან. იწყება რეკვა მთელ სანათესაოსთან და იმის „მიხარება”, რომ დაუდასტურდა. უზომავ სატურაციას და სახეზე გატყობენ, რომ რაღაც ვერ არის კარგად. – როგორია? გეკითხება. ცოტა დაბალია, ნორმის ქვედა ზღვარზე, მაგრამ არ ინერვიულოთ, დაბალი წნევით კანულით მოგაწვდით ჟანგბადს და ყველაფერი კარგად იქნება. – ხომ არ მოვკვდები? – არა (პასუხობ შენც, მიხედავად იმისა, რომ უკვე ათასჯერ გაქვს ეს სცენარი ნანახი, იმედს მაინც არ უკლავ). რამდენიმე დღის მერე ისევ ხვდები ამ პაციენტს და ხედავ, რომ უკვე ნიღბით მიეწოდება ჟანგბადი და უფრო უჭირს სუნთქვა; რამდენიმე დღეში ხედავ, რომ მუცელზე წევს და ძლივსღა იჭერს სატურაციას, გადაგყავს არაინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ე.წ. CPAP-ზე (რაც საშინელებაა, ნიღაბი ჰერმეტულად მჭირდოდ გეკვრის სახეზე და მაღალი წნევით გამუდმებით გაწვდის ჟანგბადს). ნატრულობ, რომ რეანიმაციაში ადგილი გათავისუფლდეს (რაც ძირითადში ვიღაცის გარდაცვალების შედეგად ხდება), წარმოიდგინეთ, რა საშინელი გრძნობაა ექიმი რომ ფიქრობ, იქნებ, ვინმე ტერმინალური (უიმედო პაციენტი, რომელსაც შანსი საერთოდ არ აქვს დარჩენილი) პაციენტი „გაეწეროს”, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ჯერ ისევ აქვს შანსი, რეანიმაციაში დააწვინო.

პერიოდულად შედიხარ რეანიმაციაში და ხედავ ამ შენთვის ნაცნობი პაციენტის შეშინებულ, მშიერ, მწყურვალ და სიცოცხლე ჩამქრალ თვალებს, ხედავ, რომ ყოველდღე უყურებს, როგორ მძიმდებიან მისივე სიმძიმის პაციენტები, როგორ გადადიან მართვით სუნთქვაზე, როგორ აჩერებენ გულს, როგორ იბრძვიან ექიმები გულის აღსადგენად და როგორც წესი, წარუმატებლად და როგორ გაჰყავთ შავ ბრეზენტის ჩანთაში შეფუთული, ადგილი კი გაციებასაც ვერ ასწრებს, ისე მალე შემოდის ახალი მძიმე პაციენტი. ამ ყველაფერს უყურებენ, თავიანთ მომავალს ხედავენ და აცნობიერებენ, რომ ეს დასასრულია, და დგება მომენტი, როცა მათაც იმდენად უჭირთ სუნთქვა, რომ აპარატზე გადადიან და სამუდამოდ ხუჭავენ თვალებს იმიტომ, რომ ამ ნაკადზე აპარატიდან კოვიდპაციენტი არ მოხსნილა (მაქსიმუმ 1-2 ალბათ, ისიც მეეჭვება, არ გამიგია, ყოველ შემთხვევაში)… თქვენ რავიცი… თუ გინდათ არ აიცრათ, არ დაიცვათ რეგულაციები, უბრალოდ, მინდა იცოდეთ რისთვის წირავთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და როგორ ჯოჯოხეთად უქცევთ სიცოცხლის ბოლო დღეებს.

ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების ყოველდღიური რუტინა, ამას ვუყურებთ 24/7-ზე. ამათ ტკივილს და ამათ თვალებს ვუყურებთ, და ხელში გვაკვდებიან პაციენტები რომლებსაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

უბრალოდ დავიღალე. დავიჯერო, მარტო მე მინდა რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს???”

თეგები: დათო კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved