• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხდება თუ არა მალევე ომიკრონით რეინფიცირება და უნდა გვქონდეს თუ არა ჯოგური იმუნიტეტის იმედი? – ვატო სურგულაძე

ალია ავტორი - ალია
00:55 02-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
139

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ექიმი, ვატო სურგულაძე:

– აქტიურად საუბრობთ იმაზე, რომ მალე ვაქცინის გარკვეული დოზები, გადასაყრელი გაგვიხდება, რამდენ დოზაზეა საუბარი და რომელ ვაქცინაზე?

– კი, ვერ გამოვიყენეთ ვაქცინები და ვაქცინას ვადა გაუვა და ვეღარ გამოდგება გამოსაყენებლად, არ გამოვრიცხავ, რომ დაახლოებით 300 000 ვაქცინას გაუვიდეს ვადა და 300 000 გაამრავლეთ 20 დოლარზე – 6 მილიონ დოლარს მივიღებთ. ერთი დოზის ფასია 20 დოლარი, ვსაუბრობ ფაიზერის ვაქცინაზე.

– ამასობაში, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ჩავარდნაზე არავინ აიღო პასუხისმგებლობა.

– ვის უნდა აეღო, რო? პრემიერ-მინისტრებს უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა, ერთი იყო და გაურკვეველ ვითარებაში გადადგა, მეორე – მოვიდა და გაგებაში არ არის, სად არის საერთოდ, სად მოხვდა, რა უნდა აკეთოს, სისულელეს სისულელზე აკეთებენ, ვაქცინაცია ჩავარდნილია, ადამიანები გვეხოცება… მოვა დრო, აუცილებლად პასუხს აგებენ, ჯერ არავის არაფერი შერჩენია და ამდენი ხალხის გარდაცვალებისათვის პასუხს აგებენ. შეგვეძლო 15-16 ათასი ადამიანი კი არ ყოფილიყო დაღუპული, არამედ 4-ჯერ ნაკლები…

– ომიკრონი სუსტი შტამია?

– მედიცინაში ალგორითმები არ არსებობს, შეიძლება ვიღაცამ ადვილად გადაიტანოს, მეორეს – პრობლემები ჰქონდეს. ვინც იძახის დარწმუნებით, სუსტი შტამიაო, იმათ ჰკითხეთ – 41 ადამიანი გარდაიცვალა დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია კვირას, 13 თებერვალს), სუსტი შტამია? რას დატოვებს სამ, ოთხ, ექვს თვეში, ერთ წელიწადში, რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს, ეგეც არავინ იცის ჯერ და ამიტომ ასეთი შტერული საუბარი, მსუბუქია, მსუბუქიაო – არ არის სწორი. მსუბუქად შეიძლება მიდის იმ ქვეყნებში, სადაც ხალხის 80 პროცენტია აცრილი და ჩვენთან 40 პროცენტიც რომ არ არის აცრილი, პრობლემა მაგაშია.

– იზოლაციაში რჩება ინფიცირებული და კოვიდკონტაქტი კარანტინშიო, 15 000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა ქვეყანაში და მთვარობის ადმინისტრაციის შექმნილ გვერდზე წერია  21 ადამიანია კარანტინში – რანაირად ახერხებენ? დანარჩენი არაა კარანტინში, თუ აღრიცხვა არ ხდება?

– არ აღრიცხავენ, არავინ ეუბნება გადადით კარანტინშიო, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ზეპირად, უი, ალბათ, ომიკრონი მაქვს და მოდი, დავრჩები სახლში, ზოგი არც კი რჩება სახლში და ფეხზე გადააქვს, ქუჩაში დადის, არავითარი კონტროლი არ არის. ამას წინათ ბრძანეს, თუ მსუბუქი ფორმა გაქვთ 5-დღიანი იზოლაციია და შემდეგ 5 დღე უნდა ატაროთ ნიღაბიო და უკაცრავად, ისე რა, არ უნდა ვატაროთ ნიღაბი? სრული გაურკვევლობა. ან სუსტი და საშუალო ფორმა ვინ განსაზღვრა? ოჯახის ექიმი, როგორც წესი, არ რეკავს პაციენტთან, თუ რეკავს – არაკომპეტენტურია, თუ გამოცდილება კარგი არა გაქვს, ისედაც რთულია ტელეფონით დიაგნოზის დასმა და სირთულის შეფასება. კარგი, მე ექიმი ვარ, მაგრამ, მოქალაქემ, რომელსაც ან არ დაურეკა ექიმმა, ან არ დაურეკა კომპეტენტურმა ექიმმა, იმან როგორ დაადგინოს საშუალო ფორმა აქვს, სუსტი, თუ ურთულდება? ახალი მინისტრი დაგვპირდა ვიდეოებს გავაკეთებთ, სახლში როგორ ვიმკურნალოთო – აბსურდის თეატრში ვართ.

– გვეკითხებიან, თუ აცრილებს და დაბუსტულებს ემართებათ, თუ ომიკრონისთვის ახალი ვაქცინა მზადდება, რატომ ავიცრათო და რას უპასუხებთ?

– ბუსტერი საჭიროა! რომ ქმნიან ომიკრონისთვის ვაქცინას, ჩემი აზრით, საკმაოდ მალე, გაზაფხულისთვის, ომიკრონს სხვა შტამი შეცვლის, ასე რომ რამდენად მოესწრება ეგ ვაქცინა, არავინ იცის. არსებული ვაქცინები შველის და არ ხვდება ადამიანი რეანიმაციაში და არ კვდება – გარდაცვლილთა თითქმის სრული უმრავლესობა აუცრელია. ვაქცინაცია არის ჯერჯერობით ერთადერთი გადარჩენა. მედიკამენტი არ არსებობს. მედიკამენტი რომელიც უნდა ვიყიდოთ, პაქსლოვიდი, ის არ არის სამკურნალო რთულ შემთხვევებში, რომ დაგემართება პირველივე დღიდან უნდა დაიწყო დალევა, 5 დღე უნდა სვა, 30 აბი გამოდის ჯამში და 5 დღიანი კურსის ფასია 700 დოლარამდე. ასევე, რომ იძახიან ამდენი ინფიცირებულია ყოველდღიურადო, სინამდვილეში სამჯერ მეტია, ზოგს ეზარება მისვლა, რიგები დგას, ეშინია მისვლა, ფასიანი გახდა…

– მე მოგიყვებით ჩემ ისტორიას. დავურეკე ექიმს, კონტაქტი ვარ, ჯერ სიმპტომს დაველოდოთო, მერე დავიტესტოთ სწრაფი ტესტითო, მერე თუ იმან არ დაადასტურა, 72 საათი დაველოდოთ და მერე გავიკეთოთ პისიარიო. რას ველოდოთ-თქო? არ იცის. კარგი, სად უნდა გავიკეთო პისიარი „პლეხანოვზე“ მაცხოვრებელმა ადამიანმა, რომელსაც „პლეხანოვის“ პოლიკლინიკისვე ექიმი უშვებს უფასო პისიარ ტესტირებაზე, თუ გამოიცნობთ? საბურთალოზეო, იქ გვაქვს კონტრაქტიო. მანქანა არ მყავს, პლეხანოვიდან საბურთალომდე როგორ მივიდე? ტივით? ცხენით? ციგით? საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ხალხს გადავდო? თუ ტაქსით და მხოლოდ ერთ მძღოლს გადავდო? არ აქვს პასუხი, არ იცის.

– არ იცის, იმიტომ რომ არც არავის ჩაუტარებია ტრენინგი, სისტემა არ არის… ასეთი პოლიტიკა აქვთ, როგორმე გადავაგორებთ, რა მოხდა, იქ მოკვდება 41 ადამიანი, რა ვუყოთ. ასეთი ტაქტიკა აქვთს მთავრობას. არაფერს არ აკეთებენ, საერთოდ არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ვაქცინაციის ტემპი გაზარდონ, ან ადამიანები ნაკლებად დაავადნენ. ხომ ხედავენ, რომ არ მუშავდება იმუნიტეტი კოვიდგადატანილებში? ჩემ ნაცნობს მეოთხედ დაემართა, არ მუშავდება ეს პოპულაციური იმუნიტეტი და ამ ფონზე, ვაქცინაცია უფრო ძლიერ იმუნიტეტს გვაძლევს და ჰოსპიტალიზაცია აღარ სჭირდებათ ადამიანებს.

– შუა პანდემიის დროს რომ ხალხი აცრეს, ვაქცინაციიდან მინიმუმ 2 კვირა, სანამ იმუნიტეტი დაბალი გექნებათ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთო, არ უნდა გაეფრთხილებინათ? რამდენი ადამიანი იმავე დღესვე გავიდა ქუჩაში, ტრანსპორტში, სამსახურში და დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე, რა ინფექცია თუ ვირუსი შეეყარა მარტივად, ვინმემ იცის?!

– რა თქმა უნდა, უნდა მიეცათ რეკომენდაცია, ეს ისედაც ეგრე უნდა იყოს, ვიღაცა უნდა აკონტროლებდეს… ავტობუსებში ყვითელი ლენტები რომ იყო გაკრული, ისინიც მოხსნეს მესამე კვირაა, რატომ მოხსნეს? არასწორი საინფორმაციო პოლიტიკა – სახელმწიფო 10 თებერვლიდან სახელმწიფო სავაჭრო ცენტრის გამყიდველებს და სხვებს აღარ უკეთებს უფასო ტესტირებას, უფასო ტესტირება დარჩა ექიმებში, მასწავლებლებში, პოლიციელებში – დანარჩენმა უნდა გადაიხადოსო და სავაჭრო ცენტრმა, მაგალითად, რომ გადაიხადოს, რამხელა ზარალში გადავარდება. ეს არის ქვეყანა, რომელსაც არავითარი სტრატრეგია არ გააჩნია, სრულად გაჩერებულია ყველაფერი და ვართ, როგორც ყოველთვის უფლის იმედზე და მეტი არაფერი. ადამიანები მირეკავენ და მეუბნებიან, პატარა ბინაში ვართ რამდენიმე, ასაკოვანი ადამიანია აქ, ქრონიკული ავადობით, გთხოვთ, კოვიდსასტუმროში გადამიყვანოთ, გადის დღეები და არავინ ურეკავს. სრული ქაოსია. მე პირადად ვიყავი 6 ასეთი ადამიანის გადაყვანაში ჩართული… ვამბობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანი არ უნდა გახდეს ავად! – სხვები ამბობენ – გახდება და გადატანილი ექნებაო, მერე? გადაიტანს და 2-3 კვირაში ისევ ემართება.

თეგები: ვატო სურგულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved