ანალიტიკოსი, გია აბაშიძე:
“ძალიან ახლო პარტნიორებს შორისაც ხდება ხოლმე გაუგებრობები, იქნება ეს პოლიტიკა, ბიზნესი თუ საერთაშორისო ურთიერთობა. ჩვენ არ ვართ რომელიმე ქვეყნის კოლონია, რომ არა თუ ხელისუფლების, არამედ თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენელს უდიერად მიმართვდეს სხვა ქვეყნის დიპლომატი.
საქმე იმაშია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან არ ყოფილა არანაირი ბრალდებები, აქ იყო გულწრფელი და ლეგიტიმური შეკითხვები იმ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე, რაც გაჟღერდა პარლამენტარების მიმართ. ამაზე პასუხის მოთხოვნა არანაირად არ არის თავდასხმა და დეზინფორმაციის გავრცელება. მე ვნახე, რომ აშშ- ის ელჩმა აბსოლუტურად შეცვალა თავისი წინა განცხადება დეპუტატ ყაველაშვილთან დაკავშირებით და აღარ მოიხსენიებს უდიერად.”
კომენტარები