• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხაზარაძე უვიცი, ეგომანიაკი თუთიყუშია… “ლუზერი” რუსია.. შეთანხმება დაარღვია” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:22 06-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,173

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

შესავალს ვუკეთებ რომ კარგად შეგიყვანოთ თემაში, მაგრამ მთავარი ბოლოშია:

მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ხაზარაძემ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა და ამ საკითხზე საჯარო კამპანია დაიწყო, ჩვენ, ფედერალისტები ლელოს ამ გადაწყვეტილებას ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებთ – ვაკრიტიკებთ ყველა ლიდერს და ექსპერტს, რომელიც ამ პოზიციას იცავს.

მიზეზი მარტივია.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას რეჟიმისთვის გადაგდებულ მაშველ რგოლად მივიჩნევთ და უამრავი არგუმენტი გვაქვს, რომელიც წყალგაუვალს ხდის ამ პოზიციას.

ეს არგუმენტები სრულიად მშვიდად შეიძლებოდა გაგვეცვალა პრეზიდენტის პლატფორმაზე –  იმ ფორმატში რომელშიც სხვა პარტიებთან ერთად, შედის პარტია ლელო (და არა კოალიცია, როგორც ხაზარაძე გატყუებთ – აღარ არსებობს მისი კოალიცია).

მაგრამ არგუმენტების გაცვლას ვინ დაგიდევთ, როდესაც ხაზარაძემ პლატფორმაში შემავალი ყველა სუბიექტი, საკუთარი პარტიის ჩათვლით, არასერიოზულ კლოუნებად გამოგვიყვანა?!

პლატფორმაში შემავალი სუბიექტები შევთანხმდით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებდით მხოლოდ მაშინ, თუ ახალი არჩევნებიც თვითმმართველობასთან ერთად ჩატარდებოდა.

ეს შეთანხმება გამოცხადდა 26 მაისის აქციაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ.

მეორე დღესვე, ლელომ ჩვენი შეთანხმება დაარღვია, ისე, რომ არც კი გაუფრთხილებივართ და საჯარო დისკუსიის გახსნა მოითხოვა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

ანუ არათუ შეთანხმების დაცვა, იმის ღირსიც არ გაგვხადა, რომ წინასწარ ეთქვა თუ შეთანხმებას არღევევდა, რომ არგუმენტები მაინც გაგვეცვალა, სანამ ხალხს დავზაფრავდით!

მოკლედ, ხაზარაძემ ჩვენ პატივი არ გვცა.
მან მტაცებლობა გადაწყვიტა!

ჩათვალა რომ ამ რთულ მომენტში, როდესაც ოპოზიციური სპექტრი ფინანსებისგან დაცლილია, პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ციხეშია, ოპოზიციური ტელეარხები სულს ღაფავენ, MAS ES SHEUDZLIA!

—–

მოკლედ, აი ესაა ამბავი და ამ მრავალშრიანი ამბის შემდეგ, ხაზარაძეს და ლელოს აქტიურად ვაკრიტიკებთ.

ვაკრიტიკებთ ყველა.

ლიდერებიც, წევრებიც და აქტიური მხარდამჭერებიც, მათმა ნაწილმა ლელოს მისცა ხმა, რადგან ჩვენ ოლიგარქიულ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებდით (სწორადაც).

ცხადია, ყველა ჩვენ ჩვენი მანერით ვაკრიტიკებთ.

ჩემი მანერა გამორჩეულია – უხეშია, ხშირად – სკაბრეზული, ყურის მომჭრელი.

ჩემ სასარგებლოდ ვიტყვი, რომ ეს მანერა ბლანკეტურად ასეთია – მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეხები, ხაზარაძეს, ივანიშვილს, კეზერაშვილს, სააკაშვილს, უგულავას, შალვა რამიშვილს…

ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას სასტიკად არ მოსწონს, მაგრამ სხვა თვისებების ხათრით მპატიობს, ვიღაცას ისე არ მოსწონს, რომ არც კი მისმენს… მისი ნებაა, რაც არ უნდა, არავის ღმერთმა არ მისცეს, არ მოსწონს – ნუ მოსწონს, მოსაწონი იპოვოს – მარტივია!

აბა ეს თუ მოგეწონებათ?

უვიცთა და უმეცართა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ბ-ნ ხაზარაძეს.

თავისი თავი ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავისი თავის ქებითა, მას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გაუცვალოს და თავისი ბრძანებისა და ნებისაებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა.

ბ-ნი ხაზარაძე უვიცი, უცოდინარი კაცია და არც სურვილი აქვს იცოდეს რამე, არც საკუთარი აზრი აბადია, რაც სხვისგან თუთიყუშივით არ გაუზეპირებია…

უვიცი, უმეცარი ეგომანიაკი თუთიყუში … ეს წერია არა?

მოწონებას არ გაძალებთ ცხადია, უბრალოდ ეს ილია ჭავჭავაძის წერილია ნოე ჟორდანიაზე…

ხაზარაძის მსგავს ყეყეჩზე ალბათ უარესს დაწერდა ილია, ჟორდანია პოლიტიკური კლასით ხაზარაძეზე გაცილებით მაღლა დგას.

ჰოდა მოკლედ რისთვის მოვყევი ეს ამბავი:

დღეს ხაზარაძემ თანაშემწე გამომიგზავნა კედელზე.

ხაზარაძემ გამომიზავნას იმიტომ ვწერ, რომ არაფერს ხაზარაძის ხალხი ხაზარაძის მითითების გარეშე არ აკეთებს (არაავტორიზებულ ვალს არ იხდიან, თანამშრომელს ავტორიზაცია არ ჰქონდაო).

საქმე ისაა რომ ცოტა ხნის წინ, ჩვენ შემოგვიერთდა იაკო ადეიშვილი.

იაკო ერთი წლის წინ, ქართული ქარტიის გამოცხადებისას გავიცანი, როგორც ბადრი ჯაფარიძის პიარი – თუმცა გამაცნეს, როგორც ჩემდამი კეთილგანწყობილი ადამიანი, შენნაირიაო ხუმრობდნენ.

იაკო არჩევნების შემდეგ ლელოდან წამოვიდა ვითარების ხედვაში უთანხმოების გამო.

რამდენიმე თვის შემდეგ, ჩვენთან დაიწყო მუშაობა (მუშაობა ხმამაღალი სიტყვაა, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან მწირი ხელფასებია).

მამუკა ხაზარაძის თანაშემწე ჩემს კედელზე რატომღაც მას დაესხა თავს (ნაცადი ხერხია – მე რომ ვერ მტკენენ, მოწყვლადს ეძებენ მოკლე ჭკუით).

დაესხა სრულიად უმსგავსი ფორმით, მენტალურ ჯანმრთელობაზე მითითებით.

“ამორალური” უწოდა ჩემს კრიტიკას, თითქოს ხაზარაძეს რამე შეთანხმება დავურღვიე, რამე მოვატყუე, ცილი დავწამე.

მორალზე რა წარმოდგენა აქვთ გესმით?

ანუ ეს ხალხი, ილია ჭავჭავაძესაც ამორალურს უწოდებდა, თუ ილიას კრიტიკა მათ შეეხებოდა.

სამაგიეროდ მზად არიან აქტიური პოზიციის გამო გიჟად შეგრაცხონ, მენტალური ჯანმრთელობა და ქსანაქსი აქციონ კომპრომატად, პატივი არ გცენ, შეთანხმებები დაგირღვიონ, რუსული პროექტობა დაგაბრალონ, მერე ერთობას გეხვეწონ…

და აი ეს ყველაფერი, ჩათვალონ მორალად და მორალის სახელით გელაპარაკონ.

მეგობრებო,
ხაზარაძეს უბრალოდ არ შეუძლია ჩემი დაჭერა კრიტიკის გამო.
მხოლოდ დაბლოკვა შეუძლია იმ ტელევიზიიდან, სადაც ჟურნალისტების ხელფასს იხდის.
რუსია ხაზარაძე მენტალიტეტით.
ოღონდ ლუზერი რუსი.

ძალაუფლება არ აქვს უბრალოდ, თორემ მზადაა მენტალური ჯანმრთელობაზე დასცინოს თავის ყოფილ თანამშრომელს და ატკინოს (სცადოს, თორემ იმედია იაკო წიხლზე დაიკიდებს), თუ ჩემი სამართლიანი თუმცა უხეში კრიტიკა არ მოეწონა (რადგან მე ვერ მტკენს).

…
ახლა რაც შეეხება ერთობას.
კოალიცია მაშინ ხდება საჭირო, როცა განსხვავებული პარტიები კრავენ, ისეთი პარტიები ვისაც ერთმანეთი არ მოსწონთ.

ხაზარაძის მიმართ კრიტიკული რომ არ ვიყო, მე ვიქნებოდი ხაზარაძის პარტიაში.

კრიტიკული ვარ და ამიტომ ვარ სხვა პარტიაში.

ზუსტად ისე, როგორც გნოლა გნოლიძის მიმართ კრიტიკული რომ არ ვიყო, ქოცი ვიქნებოდი.

ვინც კრიტიკას ვერ ეგუება, პოლიტიკას გაეცალოს – ეს ასეა, უხსოვარი დროიდან, ილია ჭავჭავაძის დროშიც ასე იყო და არ შეიცვლება.

იმ ერთობაში, რაშიც ფედერალისტები შევალთ, თამაშის წესებს პატივს სცემენ.

როცა თამაშის წესებს პატივს არ სცემ, ერთობაზე ნუ მელაპარაკები.

და ის ერთობა რაშიც ფედერალისტები შევალთ, რეჟიმის ცვლილების შესახებაა და არა რეჟიმის ნორმალიზაციის შესახებ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved