• რეკლამა
  • კონტაქტი
18:00, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხაშურში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ქვეკონტრაქტორის მიერ ხელფასების გადაუხდელობის გამო გაჩერდა

ალია ავტორი - ალია
16:05 10-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,129

ხაშურის მუნიციპალიტეტში 60-მილიონიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით დაიწყო, გაჩერდა – პროექტის დროებით შეჩერების მიზეზი თანამშრომლების გაფიცვა გახდა.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე მომუშავე ადამიანები უკვე ორი თვეა ითხოვენ, რომ თურქული კომპანია “იდას” ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ დავალიანება სრულად დაფაროს და მუშებს ხელფასი გადაუხადოს.

გაფიცულ თანამშრომლებს შორის ტექნიკური პერსონალი და სპეცტექნიკის მძღოლებიც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, სანამ კომპანია მუშების მოთხოვნებს სრულად არ დააკმაყოფილებს.

მძღოლები, ოპერატორები, ყველანი გაფიცულები ვართ, იმიტომ, რომ დაგვღალეს უკვე ტყუილებით, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ. ხალხი გაჭირვებული ვართ, ოჯახები გვაქვს, ზოგს სტუდენტი გვყავს, ზოგს ბანკებში აქვს პრობლემები. სესხებს კიდევ ვეღარ ვიღებთ ამათი დაუდევრობით, გაგვაშავეს, ორი თვეა კაპიკი არ დაურიცხავთ. დღეს ჩარიცხეს აგვისტოს თვის ნახევრები, რომ ვითომ გავჩუმებულიყავით, მაგრამ გადავიღალეთ ჩვენც, ბოლო-ბოლო, საზღვარია აქვს ყველაფერს. გავიფიცეთ და ვითხოვთ, რომ მთლიანად დაგვირიცხონ, – ამბობს გაფიცული. 

რაც შეეხებათ თურქული კომპანიის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე მომუშავე ადამიანებისთვის დავალიანების 50% უკვე დაფარული აქვთ და დანარჩენ დავალიანებას მომდევნო კვირის განმავლობაში აანაზღაურებენ.

არის გარკვეული ტიპის ფინანსური პრობლემები, მაგრამ ხელმღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ აღმოფხვრას ეს პრობლემა. 50% უკვე ყველას გასტუმრებული აქვს და იდება პირობა, რომ შემდეგ კვირაში მთლიანად გასწორდება ორი თვის ხელფასები, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved