რუსი ოკუპანტების მიერ დრონებით თავდასხმას უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლეონიდ ლობოიკო ემსხვერპლა.
მოსამართლე ხარკოვის რეგიონში, საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საფრენი აპარატი მის მანქანას დაეცა.
მოსამართლე ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი თანამგზავრი სამი ქალი დაშავდა.
კომენტარები