• რეკლამა
  • კონტაქტი
23:46, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხარაგაულში მოსახლეობას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება – აუდიტის სკანდალური დასკვნა

ალია ავტორი - ალია
15:36 02-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ჯგუფმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების ზოგადი მდგომარეობა შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ერთ დაბასა და 76 სოფელში ცხოვრობს 10 097 ოჯახი, მათ შორის, წყლის სისტემის მეშვეობით წყალი 5 336 ოჯახს მიეწოდება მუდმივად, ხოლო 3 895 ოჯახს – შეფერხებებით. დანარჩენი 866 ოჯახი სარგებლობს ჭებითა და წყაროებით.

წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაბა ხარაგაულში, სოფლებში: დიდვაკესა და საღანძილეში 1165 ოჯახის წყალმომარაგებასუზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. დაბა ხარაგაულის ნაწილს – 75 ოჯახს, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ემსახურება ა(ა)იპ – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, არსებული წყლის სისტემები მოვლა-პატრონობისთვის რომელიმე ორგანიზაციაზე გადაცემული არ არის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში (გარდა დაბა ხარაგაულის, ასევე სოფელ დიდვაკის და საღანძილის რამდენიმე ოჯახისა) წყლის გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, მოსახლეობას მიეწოდება გაუფილტრავი წყალი. მერიას სოფლებში, გარდა საბავშვო ბაღებისა, ჩატარებული არ აქვს წყლის ხარისხის შესახებ ლაბორატორიული კვლევა.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ წყალს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებით შეუსაბამობები გამოვლინდა დაბა ხარაგაულის №1 და №2 და სოფელ ხევის საბავშვო ბაღებში.

დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017-2019 წლებში მუნიციპალიტეტში ჩატარდა სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგი. შედეგების მიხედვით, 2017 წელს აღებული ხუთი სინჯიდან, დარღვევა გამოვლინდა სამ სოფელში, 2018 წელს – ორ სოფელში, 2019 წელს – სამ სოფელში, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოვლინდა ისეთი მიკრობიოლოგიური ორგანიზმები, რომელთა სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია.

სააგენტომ მუნიციპალიტეტს მისცა რეკომენდაცია, სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და ღონისძიებების გატარებისთვის. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ წარადგინეს დოკუმენტაცია გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ.

„მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით. პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია მის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved