• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხაფანგი, თუ რეალური შეთანხმება? – რას უმზადებს პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს?

ალია ავტორი - ალია
21:09 03-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119
კორუფციის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომლის საქმეზეც პროკურატურამ არაერთხელ გამოთქვა საპროცესო შეთანხმების სურვილი, –  დღეს სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ამ საკითხით პროკურატურას უახლოეს პერიოდში მიმართავენ.

„ზიანის ანაზღაურების საჭიროება თუ იქნება, აანაზღაურებს. დეტალებზე არ მინდა ვისაუბრო… [ბრალის აღიარებას] ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ… პირობითით ითხოვს გათავისუფლებას…“ – თქვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ.

პროკურორი ანი ლეკიაშვილი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს დიდი ხანია გამოთქვამენ, თუმცა, ასევე ამბობს იმასაც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, ბრალი რომც აღიაროს და გადაიხადოს 7 მილიონიც, რასაც ედავებიან, შეიძლება საპროცესო შეთანხმება მაინც არ გააფორმონ.

„რა თქმა უნდა, ზიანი უნდა იყოს სრულად ანაზღაურებული და დაზარალებულს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია… შესაძლებელია ზიანიც ანაზღაურებული იყოს, ბრალდებულიც აღიარებდეს, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ და არ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება“, – თქვა პროკურორმა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის მოცულობა 7 მილიონ ლარამდეა.

შესაძლოა, თუ არა, რომ პროკურატურამ, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე, არაერთხელ და თავად ისაუბრა საპროცესო შეთანხმებაზე, ახლა, როცა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაწყვიტა და მიმართა, უარი უთხრას და ისე, რომ სასჯელი არც კი შეუმციროს, ქართულ ოცნებას, მისივე ყოფილი თანაგუნდელის მიმართ დაუტოვოს პოლიტიკურ იარაღად მისი აღიარება, ან მისი მიმართვა საპროცესო შეთანხმებისათვის? – ვნახოთ. 

ცნობისთვის, პროკურორი, ცოტა ხნის წინ ამბობდა:

“საპროცესო შეთანხმებას აქვს თავისი კონკრეტული დანაწესები – პირველი ეს არის ბრალის აღიარება და მეორე – სასჯელზე შეთანხმება ბრალდების და დაცვის მხარეს შორის. დღეის მდგომარეობით, ბრალის აღიარება არ მომხდარა… ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს სასამართლო სხდომაზე, მსგავსი რამ, ჯერჯერობით, არ მოგვისმენია. გარკვეული წინაპირობები, რომლებიც არსებობს, მათ შორის ზიანის ანაზღაურება, სასჯელზე შეთანხმება, ჯერჯერობით, არ არის მიღწეული”

თეგები: პროკურატურაჯუანშერ ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved