• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხს წიხლით უნგრევდა კარებს, წილი მომეცითო” – ქემალ არძინბას მკვლელობის და მკვლელობის მოტივის დეტალები

ალია ავტორი - ალია
19:40 05-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

სო­ხუმ­ში სა­კუ­თარ სახ­ლთან ჩა­ცხრი­ლუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძმის­შვი­ლის გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი არ ცხრე­ბა. ქე­მალ არ­ძინ­ბას სნა­ი­პერ­მა, სა­კუ­თარ სახ­ლთან, მხრის მი­და­მო­ებ­ში, ხელ­სა და სა­ზარ­დულ­თან სამი ტყვია ეს­რო­ლა. ის მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

“იმამ შა­მი­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მე­ე­ბი მახ­სენ­დე­ბა მის­გან, მაგ­რამ სო­ხუ­მის ეს ქუჩა მის მიერ კოტ­როლ­დე­ბო­და. ცხა­დია, ეს ხდე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი წი­ლე­ბი­სა და მისი ქვე­შევ­რდო­მე­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ზოგ­ჯერ მგო­ნია, კრი­მი­ნა­ლურ მე­ხი­კო­ში ვცხოვ­რობ, სა­დაც ნარ­კო­კარ­ტე­ლე­ბის შე­ტა­კე­ბას მუდ­მი­ვი სახე აქვს… ხა­ჯიმ­ბას პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, ხან ერთი დაჯ­გუ­ფე­ბა უნ­გრევ­და მას კა­რებს, ჩემი რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ნიშ­ნე გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რიო და ხან მე­ო­რე…” – წე­რენ არ­ძინ­ბას ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, 46 წლის ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გარ­შე­მო მის მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, რომ თით­ქმის ყვე­ლა ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა არ­ძინ­ბას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­დე­ბულ ნი­უსს კო­მენ­ტა­რებს უთი­შავს.

ამას­თან, ამ საქ­მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟით, შე­საძ­ლოა, იხე­ი­როს დონ­ბა­სელ­მა სა­ხალ­ხო გმირ­მა ახრა ავი­ძ­ბამ, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ­მა “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ” რამ­დე­ნი­მე თვის წინ, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა სა­ხი­ფა­თო ხა­სი­ათს იძენ­და. ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დის­გან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ავი­ძ­ბა აგ­რე­სი­უ­ლად მოქ­მე­დებ­და და მათ წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი გუნ­დის შექ­მნას იწყებ­და.

“ახლა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად თუ ავი­ძ­ბა გა­მო­უშ­ვეს, ეს ბევ­რად უა­რე­სი პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა. ამის ნიშ­ნე­ბი ჩანს, მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ისე აქ­ტი­უ­რო­ბენ. შე­საძ­ლოა, “მოწ­მის” არ­ყო­ლის გამო ასეც მო­იქ­ცნენ, რომ ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა ცოტა ხნით სხვა თე­მა­ზე გა­და­ი­ტა­ნონ… ვი­საც ავი­ძ­ბას პო­ლი­ტი­კო­სო­ბის სჯე­რა, ვუ­სურ­ვებ­დი, მუ­დამ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეცხოვ­როს, სა­დაც თავს უსაფრ­თხოდ სა­კუ­თა­რი სახ­ლის კედ­ლებს მიღ­მაც ვერ გრძნობ…” – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი “აძი­უ­ბა ტყვარ­ჩელსკი”.

აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი მი­ლა­ნა ნარ­მა­ნია ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ “ეს საქ­მე პი­რად კონ­ტროლ­ზე ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი მი­ნის­ტრ დმიტ­რი დბარს და დამ­ნა­შა­ვის და­სა­კა­ვებ­ლად ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა.

“მა­ჭა­რას”, პრი­მორსკი­სა და ბამ­ბო­რას პოს­ტებ­ზე კონ­ტრო­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა ღო­ნეს ვხმა­რობთ, რომ დამ­ნა­შა­ვემ ქვე­ყა­ნა არ და­ტო­ვოს…” – აცხა­დებს ნარ­მა­ნია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კი მას პა­სუ­ხო­ბენ, რომ “შსს” მათ თვა­ლებ­ში ნა­ცარს აყ­რის და დამ­ნა­შა­ვე, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის რაულ ბარცბას გა­რე­მოც­ვი­და­ნაა და მის მფარ­ვე­ლო­ბა­ში თავს ძალ­ზე და­ცუ­ლად გრძნობს. შე­სა­ბა­მი­სად, მას სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც.

“პა­ტა­რა აფხა­ზე­თის დიდ კრი­მი­ნა­ლურ ფრთას ერ­თით ნაკ­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლი ეყო­ლე­ბა. გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლი იყო და თავ­ში აუ­ვარ­და. ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი ეგო­ნა, მი­დი­ო­და და ხალ­ხს წიხ­ლით უნ­გრევ­და კა­რებს, წილი მო­მე­ცით, და­ვიმ­სა­ხუ­რეო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლით არ­თმევ­და. ჩა­მო­ი­ა­რეთ სო­ხუმ­ში, რამ­დე­ნი ფარ­თია მის სა­კუთ­რე­ბა­ში, ქა­ლაქ­ში 12 ბინა ჰქონ­და. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, ამ მკვლე­ლო­ბის უკან ბარცბა კი არა, ვი­ღაც მო­რი­გი გამ­წა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იდ­გეს… 2004 წელ­საც მო­ინ­დო­მეს მისი მოკ­ვლა, მა­შინ ხელ­ში და­იჭ­რა, მაგ­რამ გა­დარ­ჩა” – წერს იანა სუ­ხუმსკი.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც აფხა­ზე­ბის ე.წ. ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ოჯა­ხის წევ­რს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ქი­ლე­რის დახ­მა­რე­ბით იშო­რე­ბენ. 2017 წელს, თა­ვის მძღოლ­თან დმიტ­რი ხაგ­ბას­თან ერ­თად, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს ბიზ­ნეს­მე­ნი პა­ველ არ­ძინ­ბა, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ასე­ვე დიდი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­და, თუმ­ცა, ბევ­რი მას სა­ხე­ზეც არ იც­ნობ­და.

გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ინალ ხა­ში­გი თა­ვის სტა­ტი­ა­ში წერ­და, რომ “90-იანი წლე­ბის ომის დროს, მან აფხა­ზი მე­ომ­რე­ბის შე­სა­მო­სად დიდი ფული და­ხარ­ჯა, მათ ფორ­მე­ბი და ია­რა­ღი უყი­და, რად­გან ომამ­დეც მდი­დარ ადა­მი­ა­ნად ით­ვლე­ბო­და. ომის შემ­დეგ კი, მისი გავ­ლე­ნა ბევ­რად გა­ი­ზარ­და. პო­ლი­ტი­კო­სი ჩრდილ­ში უკა­ნო­ნო ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და, მაგ­რამ გავ­ლე­ნას ყო­ველ­თვის ინარ­ჩუ­ნებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი მტე­რი ჰყავ­და. მას ბრა­ლი ედე­ბო­და მა­შინ­დელ ე.წ. პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­ზე თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბა”.

მასალა – ambebi.ge

თეგები: ოკუპირებული აფხაზეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved