• რეკლამა
  • კონტაქტი
02:05, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხალხს შია, მათ ძარცვავენ ყოველდღე, თქვენ და თქვენი თანაგუნდელები კი მდიდრდებით – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
13:43 05-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო არანაირ ყურადღებას არ აქცევს ადამიანებს, რომლებიც ჭიათურმანგანუმთან დაკავშირებით აქციას მართავენ და პირი აქვთ ამოკერილი.

გიორგი ვაშაძე:

„ეს ხალხი შველას ითხოვს თავისი ხელისუფლებისგან, მაგრამ ჯერჯერობით არავინ ჩავიდა ამ ხალხთან და არავინ ესაუბრება. გუშინ კიდევ სამმა ქალბატონმა ამოიკერა პირი და მარტივ რაღაცას ითხოვს ეს ხალხი. თავზე ენგრევათ სახლები. სახელმწიფო მართავს კორპორაციას ჭიათურაში – ჭიათურმანგანუმს და არანაირი ყურადღება ამ ადამიანებთან მიმართებაში არ არის. მეგობრებო, ეს არის სწორედ ის ფაქტი, როდესაც თქვენ სრულიად მოშორებული ხართ იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში. ხალხი მშიერია, სახლები თავზე ენგრევა და თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან მათ ხარჯზე. დიახ, ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის ყოველწლიურად ჭიათურიდან. მაგრამ ჭიათურა განადგურებულია, ეტყობა, თქვენ იქ არ ჩადიხართ და ამიტომ, სურათები წამოგიღეთ. ისეთი განადგურებულია, გეგონება მეორე მსოფლიო ომი იყო და დაბომბეს ეს ქალაქი. ერთი კაპიკი არ იხარჯება იმისთვის, რომ ელემენტარულად, მოხდეს ამ ტერიტორიების რეკრეაცია.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს მარტო ჭიათურაში კი არ ხდება, იგივე ხდება ბოლნისში, სადაც ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის, ოქრო გადის ქვეყნიდან და არანაირი ყურადღება არ არის იმ დაბინძურებულ მდინარეებზე, რომელიც არის აქ. იგივე ხდება სხვა რაიონებში.

გუშინ ვუყურებდი კომიტეტის სხდომებს, სადაც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე იყავით, შეხუმრებულები. რაღაცა ასეთი ცინდრიკი იყო ამ კომიტეტის სხდომებზე. თქვენ შეიძლება, კარგად ხართ, რადგანაც უზრუნველყოფილი ხართ, მაგრამ ხალხს შია, მეგობრებო. ხალხს, იმის გამო, რომ თქვენ არანაირ ყურადღებას არ აქცევთ, ძარცვავენ ყოველდღე.

პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც ხალხის ინტერესი უნდა დაიცვას და არა ის, რომ წილებში ჩაუჯდეთ იმ უზარმაზარ კომპანიებს და თქვენ კიდევ მოითბოთ ამაზე, კონკრეტული სარგებელი მიიღოთ. ეს არის რეალობა დღეს ქვეყანაში, თქვენ ამას ვერ უარყოფთ, რადგანაც ხალხი მშიერია, ხალხი ღარიბდება, თქვენ და თქვენი თანაგუნდელები კი მდიდრდებით. როგორ შეიძლება, რომ ერთი კაპიკი არ იხარჯებოდეს ამ ადამიანებისთვის; როგორ შეიძლება, რომ არც ერთ თქვენგანს არ გაგიჩნდათ სურვილი, ერთი საათით მაინც ჩასულიყავით პირამოკერილ, მოშიმშილე ადამიანებთან და უბრალოდ, გეკითხათ, რაშია საქმე. იქნებ და მათი უფლებები ირღვევა, რეაბილიტაციის მმართველი არის თქვენ მიერ დანიშნული და არ დააბრალოთ ახლა კერძო კომპანიას, რომ ის აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ, რადგანაც ტკბობას ხართ მიცემული; თანამდებობრივ ტკბობას ხართ მიცემული; საპარლამენტო მანდატებით ტკბობას ხართ მიცემული და გგონიათ, როგორც დალხენილად თქვენ ცხოვრობთ, ასე ცხოვრობს მთელი საზოგადოება. ამიტომ დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიაქციოთ ყურადღება. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მარტო ზედაპირული ლაპარაკი კი არა, ჩადით და დაელაპარაკეთ ამ ხალხს. ელემენტარული ჯანმრთელობის პრობლემაა უკვე, შეიძლება სავალალოდ დამთავრდეს ეს ფაქტი, ხომ შეიძლება რომ ვინმეს დააინტერესოს? კაპიკებსაც არ აძლევთ ამ ადამიანებს ისე ენგრევათ თავზე სახლი.”

თეგები: გიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved