• რეკლამა
  • კონტაქტი
22:12, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხალხს იმედი ჰქონდა, მილიარდერი ივანიშვილი დაეხმარებოდა, მისგან ვერ მიიღეს ეს სიკეთე და ამათ რა უნდა შესთავაზონ?“ – გედი ფოფხაძე

ალია ავტორი - ალია
12:39 07-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
630

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, გედი ფოფხაძე.

– სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის „ქართული ოცნებიდან“ წასვლა რა მიზანს ემსახურება? გჯერათ მათი ვერსიის, რომ თითქოს  პარტიის კულუარებიდან ბევრი ისეთი ინფორმაცია იბლოკებოდა, რომელიც ხალხს უნდა სცოდნოდა თუ უფრო სერიოზული და შორსმიმავალი მიზნები აქვთ?

– რა შორსმიმავალი… თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა შორსმიმავალი მიზნები და გეგმები უნდა ჰქონდეს ამ სამ ადამიანს?  რეალურად, ხალხს ხომ არ აინტერესებს ის ჭორაობა, რაზედაც საუბრობენ. ვიღაც შეიძლება მათ უსმენს, მაგრამ ხალხს აინტერესებს მაღაზიაში რომ შედის, რატომ არის პროდუქტების ფასები ასეთი ძვირი, რატომ აქვს ასეთი მწირი შემოსავალი, ხელფასია ეს თუ პენსია. ფასები კიდევ უფრო იზრდება და ამას ყველა ნეგატიურად აღიქვამს. ხალხს აინტერესებს, ევროკავშირის ქვეყნებში რომ არის შემოსავალი, ახლო მომავალში იგივე შეიძლება თუ არ ჰქონდეს. ის აინტერესებს, უფლებრივად დაცული იყოს, მისმა შვილმა კარგი განათლება მიიღოს, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება მიიღოს და ერთი ოპერაცია რომ გაიკეთოს, ბინა არ დააგირაოს ბანკში.  დიტო ხუნდაძემ რა უნდა აუხსნას ხალხს? ხალხს იმის იმედი ჰქონდა, მილიარდერი  ბიძინა ივანიშვილი დაეხმარებოდა, რომ ცოტა მეტი კეთილდღეობა იქნებოდა ქვეყანაში. ბიძინასგან ვერ მიიღო ეს სიკეთე ხალხმა და მიშა ყაველაშვილი, საუკეთესო შემთხვევაში,  ბურთის აკენწვლას თუ ასწავლის ვინმეს, თორემ პოლიტიკურად რა უნდა შესთავაზონ ხალხს ამათ? ახალს  ვერაფერს ვერ შესთავაზებენ.  ხომ გასაგებია, რომ ადამიანებს ახალი იდეების შეთავაზება არ შეუძლიათ და  ევროკავშირის კრიტიკა,  ვიღაცების გინების მოსმენა ვიღაცას შეიძლება, მოსწონდეს,  ამის იქით არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.

– დღეს ევროკავშირის მომხრეთა მორიგი აქციაა და რამდენად შესაძლებელია, არეულობა მოხდეს? აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაფრის არევას არ აპირებენ, მაგრამ ხომ შეიძლება, აქციაში სუს-ის ჩანერგილმა აგენტურამ მოაწყოს არეულობის პროვოცირება?

– არა მგონია, რაიმე მოხდეს. სუს-ის პროვოკაციას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ აქციის მონაწილეები არ დაუშვებენ არეულობას. 20 ივნისის აქციის წინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც ივარაუდა, შეიძლება რაიმე ცუდი მოხდეს აქციაზეო,  მაგრამ არ მომხდარა არაფერი ცუდი. იმის მერე, 24  ივნისს უფრო ხალხმრავალი აქცია იყო იმანაც ძალიან მშვიდად ჩაიარა. არც 3 ივლისს მოხდება არაფერი. 20 და 25  პროვოკატორი ადამიანი ვერ შეძლებს არევას. თუ იყავით ამ ორიდან ერთ აქციაზე მაინც და მიაქციეთ ყურადღება რა კატეგორიის ხალხი იყო, მაშინ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ძალიან გონიერი, დინჯი და ტრადიციული თბილისური ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ ორივე აქციაზე. ახალგაზრდებიც მრავლად იყვნენ და არც მათ ეტყობოდათ, რომ ზომაზე მეტად  ეგზალტირებულები იყვნენ და რაიმე არაადეკვატურს ჩაიდენენ მომავალ აქციაზე. თუ  ვინმე რაღაც არაადეკვატური ინიციატივით თუ  გამოვა, ან ამგვარ ქმედებას ჩაიდენს, დარწმუნებული ვარ, აქციის მონაწილეები ამგვარ ფაქტებს აღკვეთენ და ამით დასრულდება ყველაფერი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved