დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს მიმართავს სოციალური ქსელიდან ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.
სალუქვაძე ამბობს, რომ იქ, სადაც საახალწლო ნაძვის ხე დგას და ახალი წლის დღეებში ბავშვები იკრიბებიან, აქციის გამართვა არასწორია.
„ნაძვის ხესთან რომ აქციას აწყობთ, გასაგებია, რომ იქ მისული ხალხის დამატებაც გინდათ, მაგრამ სხვა ადგილას რომ შეკრიბოთ და იქედან მიულოცოთ დაბადების დღე?
ბოლო-ბოლო გორში ჩასულიყავით?!
ხალხს ბავშვები მიჰყავს ნაძვის ხესთან. აინტერესებთ თქვენი აქცია? თუ მათი უფლებები არაა დასაცავი?“ – წერს ამირან სალუქვაძე.
ცნობისათვის, დღეს რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობაა.“














კომენტარები