ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ხალხოო, ნუ პანიკობთ, ჯერ-ჯერობით, ყველაფერია მაღაზიებში, ერთში თუ არაა, მეორეშია ფქვილიც, მარილიც, ზეთიც, შაქარიც, რამდენი უნდა დაიმარაგოთ, რამდენიი? პრობლემა სხვა რამეა- ომია აგერ, ყურისძირში, ყოველწუთას ადამიანები იღუპებიან, აგერ მაღაზიაში ქალმა ყუთი ამოასუფთავა- 7 კილო წიწიბურიდან ერთ კილო არ დამითმოო, -მოიტანენ კიდე და მერე იყიდე, წვიმაა და აქ მე მეორედ ვეღარ ჩამოვალო…ნუ გეშინიათ, წვიმაც გადაივლის, შიშიც, მთავარია, ეს ომი დამთავრდეს და ჩვენ კიდე, ადამიანებად დავრჩეთ!!!“ – წერს ნინო კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ქართველ მომხმარებელში გაჩნდა განცდა, რომ პროდუქტები მალე ამოიწურება, ამიტომ მომარაგება დაიწყეს.
კომენტარები