• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, ხუთშაბათი, 30 მარტი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ხალხმა დაუჯერა ლამაზ დაპირპებებს და სამოთხის ნაცვლად ჯოჯოხეთი მიიღეს” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
05:13 03-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
670

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ფაშისტი ფარისევლები.

ფარისევლები
ჩვენ კარგი ცხოვრება გვინდა, მოგვეცით ძალაუფლება და სამოთხეს აგიშენებთ ქვეყანაში! -ასეთ დაპირებებს იძლეოდნენ 100 წლის წინ ბოლშევიკები რუსეთში, ხოლო ფაშისტები – ევროპაში.

ხალხმა დაუჯერა ლამაზ დაპირპებებს და სამოთხის ნაცვლად ჯოჯოხეთი მიიღეს.

გავიდა დიდი ხანი, სანამ მოტყუებული ხალხი ჯერ საკუთარ შეცდომას მიხვდებოდა, ხოლო შემდეგ, ფაშისტურ და ბოლშევიკურ ჯოჯოხეთებს თავს დააღწევდა.

უკვე 30 წელზე მეტია, რაც ასეთი რეჟიმები ისტორიად იქცა, მაგრამ არ გამქრალა ადამიანების სულებში ჩაბუდებული ფაშისტური და ბოლშევიკური ბაცილა.

„მომეცით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ნებისმიერ საზოგადოებას ღორის კოლტად გადავაქცე“ – ამ სიტყვებს ფაშიზმის მთავარ იდეოლოგს გებელსს მიაწერენ.

დღევანდელი მოცემულობით, პატარა გებელსი ზის ყველა იმ ჟურნალისტში, პოლიტიკოსში თუ მენეჯერში, რომელიც საზოგადოებას აწვდის ცალმხრივად, დაუბალანსებელად და მხოლოდ მისი იდეოლოგიისათვის სასარგებლო ინფორმაცია .

ჩვენ კი ვუყურებთ და ვუსმენთ ყოველდღიურად, თუ როგორი მონდომებით და დაჟინებით ცდილობენ ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, ანალიტიკოსის თუ უფლებადამცველის სახელებს ამოფარებული პროპაგანდისტები მტრად წარმოსახონ მათი ოპონენტები, მიაკერონ მოღალატის, სატანის მოციქულების იარლიყები, დააბულინგონ მათი შვილები, ყველანი გამოაცხადონ კეთროვანებად. მოითხოვონ საზოგადოებიდან მათი მოკვეთა.

ამ ყოველივეს ისინი დემოკრატიაზე, დასავლურ ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე ზრუნვის სახელით აკეთებენ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ჩვენს ფაშისტ და ბოლშევიკ თანამემამულეებს ამ საქმეში ეხმარებიან სწორედ დასავლელი მხარდამჭერები.

დისიდენტურ და, შემდეგ ეროვნულ მოძრაობაში ჩართულ აქტივისტებს არასოდეს გაგვიიგივებია ბოლშევიზმი და ბოლშევიკები მხოლოდ რუს ერთან. უფრო მეტიც, ქართველი ბოლშევიკები გაცილებით მეტად ერთგულებდნენ კომუნიზმის მოძღვრებას, გაცილებით უფრო სასტიკები იყვნენ, კრემლის დასანახად.

დღეს ჩვენ გვიპირისპირდებიან, იმ ძველი ქართველი კომუნისტების შვილები, რომლების საბჭოთა დროს, სწორედ ბოლშევიკური მეთოდებით გვებრძოდნენ.

დღეს მათი შვილები გვებრძვიან ბოლშევიკური მეთოდებით, ოღონდ ამჯერად არა კომუნისტური იდეალების დაცვის სახელით, არამედ ეხლა ლოზუნგებად წამძღვარებული აქვთ დასავლური დემოკრატიის დაცვის ევროპული იდეალები, ხოლო ფარებად აფარებული აქვთ ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ანალიტიკოსების თუ უფლებადამცველების პროფესიები.

ამ პროფესიების სახელით გვიმტკიცებენ ქართველი ნეობოლშევიკები და ნეოფაშისტები, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციელებზე მოლოტოვის კოქტეილების, ქვებით და რკინებით იერიშის მიტანა ვანდალიზმი ტაძრებზე და საპატრიარქოზე ევროპული დემოკრატიის კლასიკური ნიმუშია, ხოლო პოლიციელების მხრიდან პარლამენტის შენობისა და თავის დასაცავად წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოყენება – დიქტატორობისა და პრორუსულობის გამოვლინება, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და რუსებისთვის ქონებებისა და ტერიტორიების გადაცემა დემოკრატიის შუქურად უნდა შეფასდეს, ხოლო 2012 წლის შემდეგ საქართველოს მმართველობა – ანტიდემოკრატიულ რეჟიმად, დასავლელი მფარველები მათ კვერს უკრავენ, აქეზებენ და ამტკიცებენ, რომ აშშ-ში პარლამენტზე თავდამსხმელების დახოცვაც და ასეულობით პირისათვის მრავალწლიანი პატიმრობის შეფარდება სწორია (ისევე როგორც უცხოური გავლენის აგენტების კანონის ფუნქციონირება), ხოლო საქართველოსთვის დაუშვებელია, ნორმალურად ითვლება ჩვენი „დაუძინებელი პარტნიორების“ მიერ იმ სახალხო დამცველის აღიარება და დემონსტრაციული დაჯილდოება, რომლის ავტორიტეტიც ქართულ საზოგადოებაში ნულს უტოლდება, ასევე ნორმალურია მათივე ქედმაღლური მითითებები იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის კონკრეტული დამნაშავეები უნდა გაათავისუფლოს საქართველოს ხელისუფლებამ, თუ არ უნდა, რომ „დემოკრატიის დასავლელი მასწავლებლების“ რისხვა დაიმსახუროს.
ვინც მსგავს უმსგავსობებს აკრიტიკებს, ჩვენი ლიბერალი ფაშისტები რუსეთუმეებს, ანტიდემოკრატებს და მონებს ეძახიან. სინამდვილეში დასავლეთის ასეთი კრიტიკის ავტორები ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს და ე. წ. ლიბერალებისგან განსხვავებით უარს ვამბობთ მონურ მორჩილებაზე დასავლეთის მიმართ, თორემ რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ევროპის ალტერნატივა საქართველოსთვის ოკუპანტი რუსეთი არ არის. თუ ევროპა ჩვენი ოჯახია, სადაც ვბრუნდებით, რა თქმა, ამ ოჯახის მდგომარეობის და იქ არსებული პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა სრულიად ბუნებრივი მოვლენა და არა მონურად, ფარისევლურად, ყველაფერზე თავის დახრა და დათანხმება.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგრჩათ ქართველ ჟურნალისტებს!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„მსოფლიო პოლიტიკაში პუტინი იყო „კანონიერი ქურდი“ და დღეს არის „გაფუჭებული ქურდი“ – სოსო ცინცაძე

19:15 03-29-2023
„ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ ისე ჩაცხრილეს ავტობუსში, გამსახურდიას უირაღო  მომხრეები, ჯაბა იოსელიანიც კი აღშფოთდა – მიქარვა მოუვიდათო“ – რას იხსენებს სანდრო ბრეგაძე?
ახალი ამბები

„ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ ისე ჩაცხრილეს ავტობუსში, გამსახურდიას უირაღო მომხრეები, ჯაბა იოსელიანიც კი აღშფოთდა – მიქარვა მოუვიდათო“ – რას იხსენებს სანდრო ბრეგაძე?

17:04 03-29-2023
„სინდისი გაქვთ?!. ვინც უკანონო, დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა, თითქმის ყველა შეიფარეს, ყველა მათიანია და ვიღას ახსენებენ იმ 9 წელს?“ – ეკა ბესელია
ახალი ამბები

„სინდისი გაქვთ?!. ვინც უკანონო, დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა, თითქმის ყველა შეიფარეს, ყველა მათიანია და ვიღას ახსენებენ იმ 9 წელს?“ – ეკა ბესელია

16:50 03-26-2023
ვახტანგ მაისაიას სამი დაუჯერებელი პროგნოზი, რომელიც აცხადდა
ახალი ამბები

„ეს იყო რუსეთის გეგმა – მინიმუმი“ – რა შედარებებს აკეთებს ვახტანგ მაისაია

20:36 03-24-2023

ბიზნესი

თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი „ხიდი: თბილისი – ციურიხი“ ტარდება
ბიზნესი

თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი „ხიდი: თბილისი – ციურიხი“ ტარდება

11:21 03-30-2023
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალი თაობის Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე იწვევს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალი თაობის Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე იწვევს

13:31 03-29-2023
თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე „ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე „ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”

11:08 03-28-2023
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა
ახალი ამბები

ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა

18:34 03-27-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved