• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხის ძალა” სახდეპს უპირისპირდება და აშშ–ს ახალ ბრალდებებს უყენებს

ალია ავტორი - ალია
20:28 02-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,147

“ხალხის ძალა” სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნინო ლომჯარიას დაჯილდოვებას ეხმიანება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“სახელმწიფო დეპარტამენტმა ნინო ლომჯარია ბანგლადეშის, კამბოჯის, ჰონდურასის, მავრიტანიისა და ტოგოს წარმომადგენლებთან ერთად გამოარჩია და საგანგებო პრიზით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ლომჯარიაა, რომელიც საქართველოში მშვიდობასა და ბომბებისგან მიღებულ ცეცხლს შორის უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებდა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ლომჯარია, მთელი თავისი შეგნებითა და საქმიანობით, არა სახალხო, არამედ აგენტურის დამცველი იყო. შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტის ამ აქტით კიდევ ერთხელ გაცხადდა ამერიკული ხელწერა. ისინი არა მხოლოდ არ ემიჯნებიან, არამედ დაუფარავად გამოხატავენ თანადგომას აგენტურისა და ომის პარტიის წარმომადგენლების მიმართ, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ამ აქტით ისიც კიდევ ერთხელ გაცხადდა, თუ საიდან არის კოორდინირებული მთავარი აგენტის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია, რომელსაც სწორედ ნინო ლომჯარიას ჩართულობით ჩაეყარა საფუძველი.რასაკვირველია, ეჭვი არც არასდროს გვეპარებოდა, რომ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული ეს კამპანია სწორედ ამერიკიდან იყო დაგეგმილი. მხოლოდ საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს, რომ კოორდინაცია, რომელშიც ფართოდ არიან ჩართული უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები და რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი, თავად სააკაშვილის მიერ არის დაორგანიზებული და მის მიერ ლობიზმში დახარჯული თვეში 15 ათასი დოლარის შედეგია.

რატომ ლობირებს სახელმწიფო დეპარტამენტი ომის პარტიის გამორჩეულ სახეებს – საქართველოში ქვეყნის ასარევად შემოპარულ კრიმინალ სააკაშვილს და ბომბებისგან მიღებული ცეცხლის ქომაგ ლომჯარიას, ამაზე დასკვნა ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. მხოლოდ სიმართლით აღჭურვილ ხალხს შეუძლია დაიცვას თავი არეულობისა და ომისგან, რისკენაც სააკაშვილის, ლომჯარიას და მათი პატრონების ძალისხმევა არის მიმართული,” – წერია განცხადებაში.

თეგები: ხალხის ძალა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved