“ლელო” შინაგან საქმეთა სამინისტროს, ომბუდსმენსა და სპეციალურ საგამოძოებო სამსახურს მიმართავს.
ლელოს წევრების თქმით, სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებიან აქციის მონაწილეებს და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ლევან სამუშია:
მოვუწოდებ შსს, რომელიც ამ ჯალათურ სპეცოპერაციას ახორციელებს, დაუყოვნებლიც გაასაჯაროეთ დაკავებულების ადგილმდებარეობა. მოვუწოდებ ე.წ. სახალხო დამცველს, სახალხო დამცველი ხარ თუ ქოცების დამცველი, დაუყოვნებლივ ჩაერთეთ საქმეში და მოახდინეთ რეაგირება.
მივმართავ სპოციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის ვალდებულებაა, რომ პოლიციელთა მხრიდან გადამეტებაზეც ჰქონდეს რეაგირება, ხალხი უმოწყალოდაა ნაცემი.
“მცემეს, დამიჭირეს. სასტიკად უსწორდებიან ხალხს” – ირაკლი კუპრაძე
კომენტარები