• რეკლამა
  • კონტაქტი
14:48, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხი ფიქრობს, თუ მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, მაშინ ბიძინა ივანიშვილიც უნდა იჯდესო” – დავით ნემსაძე

ალია ავტორი - ალია
20:49 11-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, პოლიტიკური დევნილი, დავით ნემსაძე.

შევეხმიანები იმ ხალხსაც, ვინც მიხეილ სააკაშვილს ციხესთან აქცია გაუმართა. გულახდილად გეტყვით ამას, რა. ამდენი ხანი არ იცოდნენ, მათი ახლობლები „ნაცების“ დროს მოკლულები რომ იყვნენ და ციხეში ისხდნენ? ვეკითხები, ამდენი ხანი სად იყვნენ? რატომ არ უმართავდნენ აქციებს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, პოლიციას, სუს–ს, პროკურატურას და სასამართლოს, რომ დამნაშავენი, ამ მკვლელობების შემკვეთები, შემსრულებლები, ის ხალხი, ვინც უდანაშაულო ადამიანები ჩასვა ციხეში, დაესაჯათ? სააკაშვილს უნდა დაესაჯა მისივე რეჟიმის დამნაშავეები? სად არის აქ ლოგიკა?

ეგ იყო სუს–ის მიერ მართული აქცია. არ არის ეს სწორი, როდესაც საზოგადოება არ არის თვითმყოფადი. კუსტარულად კეთდება ეგ ყველაფერი. პირდაპირ გითხრა,  დავასახელო, რომელი დაზარალებულის მშობელს როგორ მოეფერა ეს ხელისუფლება?! სირცხვილია, რა, რომ თქვენი მიცვალებულები გაყიდეთ. ეს არის რეალობა. ეს ასე რომ  არ ყოფილიყო, ეს ადამიანები, სააკაშვილის ციხეში ჩასმის გამო რომ ყვირიან, მაშინ აყვირდებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი რომ გააცილა ქვეყნიდან და თვითმფრინავის ტრაპზე ააცილა. მერე კი ხელი შეუწყო მის პოლიტიკურ დევნილად, ახლა კი პოლიტიკურ პატიმრად გასაღებას. თავის დროზე მოაშორებდნენ ამხელა ჭუჭყს ქვეყანას, რაც ახლა მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაკავებით და გათეთრებით.

მისი დაკავება უნდა მომხდარიყო თავის დროზე, რეალური და მძიმე ბრალდებებით, რაც ჩადენილი აქვს და არა „კოსტიუმების თემით“. მაშინ ამხელა პროტესტი არ იქნებოდა, ყველაფერი იქნებოდა სამართლის ჩარჩოებში მოქცეული. შესაბამისად, არც ამხელა მხარდაჭერა ექნებოდათ სააკაშვილსა და მის პარტიას დასავლეთიდან. დღეს იცი, რა  სიტუაციაა? ხალხი ფიქრობს, თუ  მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, მაშინ ბიძინა ივანიშვილიც უნდა იჯდესო.

“როგორც 2012 წელს იყო ხელისუფლების დათმობა გარდაუვალი, ახლაც მოხდება – სააკაშვილი მშიშარა ნაღდად არ არის” – დავით ნემსაძე
თეგები: ბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved