• რეკლამა
  • კონტაქტი
22:59, შაბათი, 25 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხი არ მოითმენს და რევოლუციას მოაწყობს! ვწერდი და ეს დრო ახლაა, წინასწარმეტყველბა უნდა ასრულდეს”- კაკულია

ალია ავტორი - ალია
13:59 09-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

ლელა კაკულია სოციალიურ ქსელში  მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“18 სექტემბერი, 2021 წელი


წარსულში მე რამდენჯერმე ვიწინასწარმეტყველე, რომ მოვიდოდა დრო, როცა ირგვლივ ისე აირეოდა ყველაფერი, იმდენად რთული იქნებოდა მოვლენების შეფასება, რომ ჩემ გარდა პასუხი არავის არაფერზე არ ექნებოდა, რომ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს ჰაერივით დასჭირდებოდათ ჩემი წინასწარმეტყველება, და რომ მაშინ ერთ სიტყვასაც არ ვიტყოდი — „გენიოსები“ არიან და თვითონ გადაწყვიტონ პრობლემები, მავანნი დამიწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ მიპოვნიან, ვინაიდან ასე ნებავს უფალს-მეთქი, ვწერდი.


და ეს დრო სწორედ ახლაა.


დიახ, წინასწარმეტყველება უნდა ასრულდეს, ამიტომ ვერავინ ვერ გააკეთებს სწორ ანალიზებს.


 დაიმახსოვრეთ: მხოლოდ მე შემიძლია პასუხი გავცე ყველას ყველაფერზე, მაგრამ პოლიტიკოს-ანალიტიკოსებს ჯერ კიდევ არ ვუკარნახებ არაფერს, ჯერ ამის დრო არ დამდგარა. ჯერ ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით უნდა ასრულდეს.
ვიმეორებ: საქართველო მომავალში დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოა, კოალიციური მთავრობით, მსგავსი ისრაელისა, მსგავსი შვეიცარიისა. ამიტომ იმ ყველაფერს, რაც ახლა ხდება, ასე ვთქვათ, მსუბუქად ვუყურებ. მსოფლიო კი არეულია. ის, რაც ახლა პლანეტაზე ხდება, მტრის კარს!
ვხედავ, მუსლიმური სამყარო განსაკუთრებით აქტიურობს, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მოიგებს. ამის პარალელურად ვხედავ ამერიკის სისუსტეს, მაგრამ ეს სისუსტე არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა უძლური გახდა. ეს დროებითი თამაშია. ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანა — ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწყებული პოლიტიკური თამაში, რომელსაც მოგება არ მოჰყვება. წააგებენ! მაგრამ ამერიკა ნელ-ნელა ფეხზე დგება, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ ამაზე ბევრს ილაპარაკებენ.


ისევ ვხედავ, მომავალში ამერიკაში პრეზიდენტად მოდის ქალი — ათ კაცს რომ აჯობებს, ისეთი. იმ ცვლილებებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში დაიწყება, ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ მსოფლიოს ლიდერი, მსოფლიოს მბრძანებელი, მაინც ამერიკა რჩება. ასე ვხედავ!


ავღანეთიდან ლტოლვილები, რისაც ასე ეშინია რუსეთს, მაინც იქნება. რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს. ვხედავ, საკუთარი მიწების დასაცავად გარბიან. ამ ლტოლვილებს შორის კვლავაც იქნებიან ტერორისტები, როგორც ეს წარსულში იყო.


სხვათა შორის, 2013 წლის 15 აპრილს ვიწინასწარმეტყველე, რუსეთი ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვრებს უფრო მოაძლიერებს, ვინაიდან ავღანეთიდან ამ ქვეყნებს საშიშროება დაემუქრება, რომელთაც რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა იმ მომენტისთვის ძალიან აწყობთ-მეთქი. და ეს დღევანდელობაა.
რაც შეეხება თალიბებს, მათ ძალა აქვთ, აფეთქებებისა და ტერორების მოწყობა, სასიკვდილო დარტყმების მიყენება შეუძლიათ, მაგრამ საბოლოოდ არაფერი არ გამოუვათ. „თალიბანს“ დაშლა ელის, რაშიც ისევ ამერიკის ხელი ურევია. ვხედავ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებას. რუსეთს ეშინია თალიბებისა და ეს შიში მას სწორ კვლაზე გაიყვანს. ამით მართლა გადარჩებიან მსოფლიოში.


ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ვერ დგას პოლიტიკაში ძლიერად ფეხზე. შეცდომას შეცდომაზე უშვებს, თითქოს ინერციით მოძრაობს და სადაც მიგორდება, მიგორდება. ამიტომ კარგავს მდგომარეობას, როგორც პრეზიდენტს მე მას ვერ ვხედავ.


ჩემი საქართველო კი გადარჩება. გავივლით მძიმე პერიოდს და დარჩება ეს ყველაფერი წარსულში. იქნება მთავრობის ცვლილება, შეიცვლება ბევრი რამ, მათ შორის, კონსტიტუციაც. ვხედავ, ცვლილებები საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი არ მოითმენს და რევოლუციას მოაწყობს!!!”

თეგები: ლელა კაკულია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved