• რეკლამა
  • კონტაქტი
17:51, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ხაბეიშვილზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს და არც იმას ვფიქრობ, რომ მას აზროვნების დიდი შესაძლებლობა აქვს” – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
13:19 10-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
553

არ ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილის აზროვნების დიდი შესაძლებლობა აქვს, – ასე ეხმიაურება დედაქალაქის მერი  კახა კალაძე ენმ-ს განცხადებას, რომელმაც თბილისში არსებული საცობები გააპროტესტა. ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ რომ დედაქალაქში შექმნილი საცობები გამოწვეულია გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განუხორციელებლობით, რომელთა შორისაა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობა:

„რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ყველა მათგანი იქნება განხორციელებული. ყველა პროექტს აქვს თავისი ეტაპები. ხედავთ, რომ ორი დიდი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს ქალაქში – ერთი არის უნივერსიტეტის ქუჩაზე, რომელზეც მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია, მეორე – კი წერეთლის გამზირზე. შესაბამისად, ხედავთ, როგორი მდგომარეობაა, როგორ ჭირს გადაადგილება დედაქალაქში.

როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს რომ „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორია იყოს გადაკეტილი და იქ მიმდინარეობდეს სამუშაოები, რა სიტუაცია იქნებოდა ქალაქში? მე ხაბეიშვილზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს და არც იმას ვფიქრობ, რომ მას აზროვნების დიდი შესაძლებლობა აქვს, ამიტომ, ამას საზოგადოებისთვის ვამბობ: დედაქალაქის მერია არის თანმიმდევრული – ჩვენ რა გეგმებიც გვაქვს დასახული, რა პროექტებიც გვაქვს წარმოდგენილი, ყველაფერი ეტაპობრივად იქნება შესრულებული. ცხადია, ამასთანავე გვიწევს გარკვეული შეზღუდვები, რადგან ერთობლივად ამხელა სამუშაოების წარმოება შექმნის უდიდეს პრობლემას დედაქალაქში, მაგრამ ეს ეხება არა მხოლოდ კერძო ავტომობილების გადაადგილებას, არამედ პრობლემას უქმნის საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. ამიტომ ვცდილობთ, რომ ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 2-3 პროექტი იქნას განხორციელებული, რათა ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს”

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved