პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერისთვის, შალვა ნათელაშვილისთვის და ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის, ლევან ხაბეიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
რაც შეეხება სხვა დეპუტატებს ოპოზიციიდან, მათ საკითხზე კომიტეტი 28 იანვარს იმსჯელებს. საბოლოოდ კი, დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე კენჭისყრა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე 2 თებერვალს დადგება.
კომენტარები