„სააკაშვილს ედავებიან რვა მილიონს წელიწადში 900 ათას ლარს, აი ძალიან მაგარი ქოციც, რომ ხარ – დაფიქრდით, სააკაშვილს ედავებიან მილიონ ლარს და ამასობაში კალაძემ ერთი ხელმოწერით 80 მილიონი დოლარის ზალარი მიაყენა ბიუჯეტს… ამ კაცმა [სააკაშვილმა] ათი მილიარდი ლარი დოვლათი დატოვა და ახლა ამბობენ ფული მოიპარაო, ყველამ კარგად ვიცით, ვინ რა ფული მოიპარა, ვინ გაისქელა ჯიბეები, ვინ გაძარცვა ქართველი ხალხი… ყველამ თავის გულში ჩაიხედოს“, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მისულმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ე.წ პიჯაკების საქმეზე პროცესი აქვს. ეს იქნება პროცესი, სადაც სააკაშვილი სიტყვით მეორედ წარსდგება.
კომენტარები