• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალი…” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:03 11-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
420

პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:

“მე მაინც “ჯიუტად” მინდა მივუბრუნდე “რკინიგზელი” კურტ ვოლკერისა და “პოლიტიკოსი” დავით კეზერაშვილის ლონდონური შეხვედრის თემატიკას. დღეს ჩვენს თვალწინ რომ იმართება ამ უკანასკნელის “პოლიტიკოსად” და “დევნილ მედია-მენეჯერად” ლეგალიზების პროცესი, გასაგებია. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ კეზერაშვილი პირველ რიგში არის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი, ევროპელი პენსიონერების მძარცველი და იარაღით მოვაჭრე “შავი ბროკერი” – და ამ ცოდნას რა ვუყოთ?
როდესაც, აშშ-ს კონგრესის დონეზე აუცილებლად დადგება (იმედია!) იმ კომისიის შექმნის დრო, რომელიც შეისწავლის ალბანეთის, ბალკანეთის და ბალტიისპირეთის იარაღით ვაჭრობის შავი ბაზრებიდან, უკრაინისთვის განკუთვნილი 15 მილიარდი დოლარის (ამ ეტაპზე) ღირებულების შეიარაღების “გაუჩინარების” საკითხებს – აი მაშინ აუცილებლად უნდა დადგეს უკრაინული უმსხვილესი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია BGS Rail-ისა და მისი დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრის (ზედამხედველის) კურტ ვოლკერის თემაც. აი მაშინ უნდა გაიხსენონ ამ “რკინიგზელის” და იარაღით მოვაჭრე კრიმინალის ლონდონური შეხვედრა და მოიკითხონ ასევე ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ის თანაშემწე, რომელიც კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორს წარმოადგენს “ქოლ-ცენტრების” გახმაურებულ საქმეში.
ხოლო, სანამ ეს პერსპექტივები ჯერ კიდევ ბუნდოვანია და წინ გვაქვს, ამ ეტაპზე უყურადღებოდ არ უნდა გავატაროთ კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალი. ყველას გვახსოვს, რამოდენიმე ხნის წინ ბათუმში სანქცინირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთი რომ შემოვიდა და ამაზე “კეზერ-მედიამ” დიდი თეატრის “სტიპენდიანტი” ხოშტარიას მეშვეობით ბრიფინგები რომ გამართეს – არიქა, საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობს. დღეს ირკვევა, რომ ეს ტვირთი საქართველოში კეზერაშვილის დავალებით, მისმა კიდევ ერთმა ბიზნეს-პარტნიორმა ვანო ნაკაიძემ შემოიყვანა. არაა გამორიცხული, რომ ეს “სკანდალიც” – “რკინიგზელისა” და “პოლიტიკოსის” ლონდონური შეხვედრის დროს ჩაისახა.
დღეს უკვე ისიც კი არის ცნობილი, როგორ ჩაიწერა ჰანტერ ბაიდენის კომპანიონმა რუსმა ოლიგარხმა ევტუშენკოვმა ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი და კეზერაშვილის “ფორმულას” გადასცა “ექსკლუზივად”. არც აქ გამოვრიცხავ კურტ ვოლკერის ჩარევას. ომის პარტიისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების ანტიქართულ დანაშაულთა ყულაბაში ამ ბოლო ფაქტებსაც თავისი საპატიო ადგილი უნდა მიუჩინოთ. სამართლიანობა შეიძლება ურმით გადაადგილდება, მაგრამ ყოველთვის აღწევს თავის ადრესატს!”
თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved