სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო.
საქმე ეხება ავტომობილს, რომელიც ლევან ბეჟაშვილის თქმით, ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილისგან მიიღო.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”.- აცხადებს უწყება.
კომენტარები