• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კეზერაშვილი, როგორც გასამართლებული ადამიანი, თავს აფარებს სხვა ქვეყანას და მისი საარჩევნო აქტიურობა უკვე არის გარე ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:57 07-26-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

კეზერაშვილი, როგორც კრიმინალი და გასამართლებული ადამიანი, თავს აფარებს სხვა ქვეყანას და მისი საარჩევნო აქტიურობა უკვე არის გარე ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დიმიტრი ჩიქოვანი მასთან შესახვედრად გაემგზავრა და როგორ ხედავს კეზერაშვილის როლს ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაში.

„დავით კეზერაშვილზე როდესაც ვსაუბრობთ, კრიმინალზე, რომელმაც ომამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ ჯარს მოჰპარა ხუთი მილიონი ევრო და ადამიანი, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას, რა თქმა უნდა, ამას უნდა შევხედოთ, როგორც გარე ჩარევას ქართულ არჩევნებში. ეს აღარ არის შიდა პოლიტიკური საკითხი, არამედ მას შემდეგ, რაც, როგორც კრიმინალი და გასამართლებული ადამიანი, თავს აფარებს სხვა ქვეყანას, სხვა სივრცეს, ეს არის უკვე გარე ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ამიტომაც გასაკვირია, რომ დღემდე ეს კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე. მართალია, იმ ღირებულებებით, რომლებზეც ჩვენ გვესაუბრებიან ხოლმე ევროპელი ბიუროკრატები თუ დიპლომატები, დავით კეზერაშვილი უნდა გადმოცემულიყო ქართული მართლმსაჯულებისთვის. სამწუხაროდ, ეს არ ხდება. ისევე, როგორც ეს არ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც ასევე საუკეთესო პირობები ჰქონდა შექმნილი საზღვარგარეთ, ევროპაში თუ აშშ-ში და თავისუფლად გადაადგილდებოდა, როგორც კრიმინალი. ასევე ეს არ ხდება ზურაბ ადეიშვილის შემთხვევაში, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე. კრიმინალი, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა და გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, მას უმაღლესი თანამდებობის პირები ხვდებიან, ევროკავშირის წარმომადგენლები ხელს ართმევენ და მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბრობენ ადამიანთან, რომელმაც საქართველოში ადამიანების წამების სისტემა შექმნა და არის სიმბოლო ყველაფრისა, რაც კი ეწინააღმდეგება ჩვენს წარმოდგენას მართლმსაჯულებაზე. ასეთ ადამიანს ართმევენ ხელს ევროკომისრები და ასეთი ადამიანი ხანდახან ჰყავთ მაგალითად, მართლმსაჯულებაში. ასე რომ, პირველ რიგში, ეს არის უცხოური ჩარევა, ასე უნდა შევხედოთ ამ პროცესს. შესაბამისად, მოვითხოვოთ, მათ შორის ევროკავშირისგან, რომ ეს კრიმინალი გადმოეცეს საქართველოს.

რაც შეეხება თავად გავლენებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა მარიონეტული წარმონაქმნია ზოგადად ოპოზიცია, თავისი ყველა სხვადასხვა დანაყოფით. ვიცით, რომ დავით კეზერაშვილი აფინანსებს არაერთ პარტიას, რამდენიმე პარტიას. ის აფინანსებს რამდენიმე მედიას და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას. ზუსტად ეს აჩვენებს ოლიგარქიულ და კლანურ სტრუქტურას ოპოზიციაში, რომელიც დღემდე გრძელდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved