• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს

ალია ავტორი - ალია
11:52 09-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სამართალდამცველებმა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მკვლელობის შემდეგ ავტომანქანით გადაადგილდებოდა. კინოლოგიური სამსახურის ძაღლმაც კვალი აბრამიძის კორპუსის მიმდებარედ დაკარგა, სავარაუდოდ იმ ადგილას, სადაც ბრალდებული ავტომანქანაში ჩაჯდა.

რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, დანას, ის ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე დატოვა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში ჯერ არ გადაუყვანიათ.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ცოტა ხნის წინ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულსა და კესარია აბრამიძეს შორის კონფლიქტები ხშირი იყო და აბრამიძე ძალადობის მსხვერპლი იყო.

მკვლელობა თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved